EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

„რევერსული მიგრაცია“ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე

ლაშა ბაჟუნაიშვილი, ლაშა ბერიძე, მერაბ დიასამიძე, ირაკლი გორგილაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12016 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ლაშა ბაჟუნაიშვილი und 3 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებამ არსებითად შეცვალა ევროპის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ომმა არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გამოიწვია. ამ კონტექსტში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანიშნულების ქვეყნად ჩამოყალიბდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთ­ვის, რომლებიც ომის, მობილიზაციის, საერთაშორისო სანქციებისა და ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე საკუთარ ქვეყნებს ტოვებენ. პარალელურად, საქართველოდან დასავლეთის მიმართულე­ბით ემიგრაციის ტენდენციის გაძლიერებამ ქვეყანაში დემოგრაფიული და უსაფრთხოების ხასია­თის ახალი გამოწვევები წარმოშვა. წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში მიმდინარე რევერსული მიგრაციის პროცესის პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და უსაფრთხოების შედეგების ანალიზი. კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას და შემთხვევის მეთოდის გამოყენებით იკვლევს რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოში განვითარებულ მიგრაციულ პროცესებს. ნაშრომში გაანალიზე­ბულია საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეროვნული ბან­კისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობ­რივი აკადემიური ლიტერატურა, მედია-წყაროები და ექსპერტთა შეფასებები. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა მასობრივმა შემოდინებამ მნიშვნე­ლოვნად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე. გაიზარდა ფულადი გზავნილების მო­ცულობა, საბანკო დეპოზიტები, უძრავი ქონების შეძენისა და იჯარის მაჩვენებლები, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდას უწყობდა ხელს, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახ­ლეობისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის შემცირებას და ფასების ზრდას განაპირობებდა. ასევე გამოიკვეთა რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დამატებით რისკებს წარმოშობს. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების განზომილებას. განხილულია მიგრაციული პროცესების გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ სტრუქტურაზე, შრომის ბაზარზე, სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. ხაზგასმულია, რომ რუსეთის მოქალაქეთა მასობრივ შემოდინებასთან ერთად იზრდება ჰიბრიდული საფრთხეების, სადაზვერვო საქმიანობის, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებისა და ტრანსნაციონალური დანაშაუ­ლის რისკები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მზარდი ემიგრაცია, განსაკუთრებით შრომი­სუ­ნარიანი ასაკის მოსახლეობის გასვლა, ქვეყნის დემოგრაფიულ და თავდაცვით პოტენციალს ასუს­ტებს. კვლევის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ რევერსული მიგრაცია საქართველოსთვის მრა­ვალგანზომილებიან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებ­ლი­სა, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია, დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერება და ეროვნუ­ლი უსაფრთხოების მექანიზმების ადაპტირება ახალ რეალობასთან. მხოლოდ კომპლექსური და სტრატეგიული მიდგომით იქნება შესაძლებელი აღნიშნული პროცესებისგან გამომდინარე რისკე­ბის შემცირება და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

Zitieren

APA

ბაჟუნაიშვილი, Ლ., ბერიძე, Ლ., დიასამიძე, Მ., & გორგილაძე, Ი. (2026). „რევერსული მიგრაცია“ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12016

Vancouver

ბაჟუნაიშვილი Ლ, ბერიძე Ლ, დიასამიძე Მ, გორგილაძე Ი. „რევერსული მიგრაცია“ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12016

BibTeX
@article{2026,
  author = {ბაჟუნაიშვილი, ლაშა and ბერიძე, ლაშა and დიასამიძე, მერაბ and გორგილაძე, ირაკლი},
  title = {„რევერსული მიგრაცია“ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12016}
}
Kostenlos starten →