დაკარგული ალიანსი: პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური კავშირი და Intermarium-ი (1918-1921)
BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)
DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.11976 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ხათუნა დიასამიძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).
Abstract (Originalsprache)
სტატიაში შესწავლილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის დამყარების მცდელობები იოზეფ პილსუდსკის Intermarium-ის გეოპოლიტიკური კონცეფციის ფარგლებში. გაანალიზებულია, როგორ გადაიკვეთა პოლონეთის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები იოზეფ პილსუდსკის ფედერალისტურ ხედვასთან და რა ადგილი ეკავა პოლონურ-ქართულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას ამ გეოპოლიტიკურ კონცეფციაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 1920 წლის გაზაფხულზე ტიტუს ფილიპოვიჩის დიპლომატიურ მისიას, როგორც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის დამყარებისკენ მიმართულ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას. კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნული ინიციატივის წარუმატებლობა განაპირობა ურთიერთდაკავშირებულმა სამხედრო, გეოპოლიტიკურმა და ლოჯისტიკურმა ფაქტორებმა, მათ შორის ვარშავის ბრძოლაში პოლონეთის გამარჯვების შემდეგ საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებამ, საერთაშორისო უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების არარსებობამ, სამხრეთ კავკასიაში ბოლშევიკური რუსეთის ექსპანსიამ და სახმელეთო თუ საზღვაო კომუნიკაციების სირთულემ. დასკვნის სახით ნაჩვენებია, რომ მიუხედავად საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივი სტრატეგიული ინტერესებისა, აღნიშნულმა გარემოებებმა შეუძლებელი გახადა როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება, ისე Intermarium-ის ფარგლებში საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის სახელმწიფოებრივ დონეზე განხორციელება.
Zitieren
APA
დიასამიძე, Ხ. (2026). დაკარგული ალიანსი: პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური კავშირი და Intermarium-ი (1918-1921). BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11976
Vancouver
დიასამიძე Ხ. დაკარგული ალიანსი: პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური კავშირი და Intermarium-ი (1918-1921). BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.11976
BibTeX
@article{2026,
author = {დიასამიძე, ხათუნა},
title = {დაკარგული ალიანსი: პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური კავშირი და Intermarium-ი (1918-1921)},
journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
year = {2026},
volume = {4},
number = {2},
doi = {10.61671/bsrcc.v4i2.11976}
}
EUVIMED