EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დიპლომატიაში

გივი ბარამიძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12018 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von გივი ბარამიძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

საბჭოთა კავშირის დანგრევის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებ­ლო­ბის აღდგენის შემდეგ, საკუთარი პოლიტიკის ფორმირება პირველ რიგში ცივ ომში გამარჯვებულმა მხარემ, აშშ-მა და შემდეგ, ევროპის კავშირმა დაიწყეს. ერთიანი პოლიტიკური სივრციდან პატარა სუბიექტების გამოსვლის მიუხედავად, არსად წასულა მოსკოვის ინტერესები. საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების გატარების და მოქმედების საშუა­ლება მიეცათ რეგიონის უშუალო მეზობელ დიდ ქვეყნებს, თურქეთსა და ირანს. ბოლო ათწლეულში მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ფორმირება დაიწყო მსოფლიოს დიდმა ეკონომიკამ, ჩინეთმა, რომლის ერთ-ერთი ხაზი სამხრეთ კავკასიაზე გადის. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი გეოეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებას იწყებს ინდოეთი. შედარებით მცირე რეგიონში საშუალო და დიდი ძალის მქონე ქვეყნების ინტერესების ამ მასშტაბით თავმოყრა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის, თუმცა თანამშრომლობის ხელსაყრელ შესაძლებლობასაც აჩენს. პროცესებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ რეგიონში პატარა ქვეყნების თანამშრომლობა აუცილებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემ­დეგ, სამხრეთ კავკასიაში ერთგვარი გეოპოლიტიკური წესრიგი ჩამოყალიბდა, რაც გულისხმობდა პოლიტიკური ძალების სამოკავშირეო დაჯგუფებას რეგიონის პატარა და რეგიონის მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებს შორის. რეგიონის გეოპოლიტიკური ვერტიკალი ასე ჩამოყალიბდა: თურ­ქეთი-აზერბაიჯანი; რუსეთი-სომხეთი-ირანი; პარტნიორული, თუმცა არასამოკავშირეო ურთიერ­თო­ბები საქართველოს და დასავლეთის ქვეყნებს შორის. თანამედროვე პერიოდში ტრადიციული გეოპოლიტიკური ვერტიკალების ცვლილებების ნიშნები გამოიკვეთა, რაც შესაძლოა რეგიონის სუბიექტების მომავლისთვის გარდამტეხი ფაქტორი გახდეს. რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შედარებითი მაგალითების საფუძველზე, ნაშრომი ასახავს კონკრეტულ სფეროებს, სადაც საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ პრაგმატული თანამშრომლობის გან­ვითარება, არსებული პოლიტიკური დაბრკოლებების მიუხედავად. აღნიშნული თვალსაზრისით, ნაშრომში ყურადღება ფოკუსირებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საჭირო მნიშვნელოვან სფეროებზე და მი­მარ­თულებებზე, სეგმენტური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც მყარ საფუ­ძველს შეუქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებას და გეოპოლიტიკურ სტაბი­ლუ­რო­ბას. ამ ფონზე შესაძლებელი ხდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის ფორმირება.

Zitieren

APA

ბარამიძე, Გ. (2026). გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დიპლომატიაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12018

Vancouver

ბარამიძე Გ. გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დიპლომატიაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12018

BibTeX
@article{2026,
  author = {ბარამიძე, გივი},
  title = {გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დიპლომატიაში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12018}
}
Kostenlos starten →