EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

საქართველოს ასურელების სამეურნეო ადაპტაციისა და ყოფის საკითხები

ნოდარ შოშიტაშვილი, საბა კალანდარიშვილი

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12060 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ნოდარ შოშიტაშვილი und 1 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

სტატიაში განხილულია საქართველოში მცხოვრები ასურელების სამეურნეო ადაპტაციისა და ყოფის ძირითადი საკითხები. კვლევის მიზანია საქართველოს ასურული თემის მიგ­რაციის ისტორიის, სამეურნეო საქმიანობის, ტრადიციული ყოფისა და ქართულ ეთნოკულ­ტურულ გარემოსთან ინტეგრაციის პროცესის წარმოჩენა. ნაშრომი ეფუძნება ისტორიულ წყაროებს, ეთნოგრაფიულ ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებსა და საველე ეთნოგრაფიულ მასალას. განხილულია ასურელთა საქართველოში ჩამოსახლების ისტორიული წინაპირობები და მიგრაციული ტალღები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდას, როგორც საქართველოში ასურელთა ძირითად დასახლებას. გაანალიზებულია მათი სა­მეურნეო ადაპტაციის პროცესი, რომელიც გამოიხატა ადგილობრივი მიწათმოქმედების, მევენა­ხეობა-მეღვინეობის, მესაქონლეობისა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ათვისებაში. ამასთანავე, ნაჩვენებია, რომ ასურელებმა ქართულ გარემოში ინტეგრაციის მიუხე­დავად შეინარჩუნეს ეთნიკური თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნიშნები – ენა, რელიგიური ტრადიციები, რიტუალები, დღესასწაულები და ტრადიციული კულინარია. კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ასურელთა სამეურნეო ადაპტაცია წარმოადგენდა ადგილობრივი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობებისადმი წარმატებულ შეგუებას, რომელიც განხორციელდა ეთნოკულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან ერთად. ეს პროცესი ნათლად ასახავს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურული მდგრადობის თავისებურებებს საქართველოში.

Zitieren

APA

შოშიტაშვილი, Ნ., & კალანდარიშვილი, Ს. (2026). საქართველოს ასურელების სამეურნეო ადაპტაციისა და ყოფის საკითხები. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12060

Vancouver

შოშიტაშვილი Ნ, კალანდარიშვილი Ს. საქართველოს ასურელების სამეურნეო ადაპტაციისა და ყოფის საკითხები. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12060

BibTeX
@article{2026,
  author = {შოშიტაშვილი, ნოდარ and კალანდარიშვილი, საბა},
  title = {საქართველოს ასურელების სამეურნეო ადაპტაციისა და ყოფის საკითხები},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12060}
}
Kostenlos starten →