EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი საქართველოს ისტორიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სახელმძღვანელოებში

თამარ ორჯონიკიძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12004 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von თამარ ორჯონიკიძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

ნაშრომში განხილულია თუ როგორ არის წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონო­მიუ­რი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანე­ლოებში, რაც სიახლეს წარმოადგენს. საკითხი აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე თანამედროვე ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ისტორიის გადაწერას, რისი შემადგენელიც არის „აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ საკითხი. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი ხშირად გამოიყენება ისტორიული მითები საკითხის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. პუტინმა, 2019 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთი როგორც დამოუკი­დე­ბელი სახელმწიფო ისე შეუერთდა რუსეთის იმპერიას და „არავითარი საქართველო არ არსე­ბობდა“. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. აფხაზების მტკიცება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობა მათ საბ­ჭოთა პერიოდში წაართვეს ნასაზრდოებია იმ პერიოდში შექმნილი ისტორიის სახელმძღვანელოე­ბი­თაც. როგორც კვლევა აჩვენებს, საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის სახელმძღვა­ნე­ლოებში ამასთან დაკავშირებით მოცემული ინფორმაცია არასრული, არაზუსტი და მწირია; მო­ცემული ფრაგმენტული მონაცემები აფხაზეთის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით დამა­ტებით კითხვებს იწვევს, რისი ახსნაც არაა წარმოდგენილი. ეს შესაძლებელია იმით ავხსნათ, რომ იმ პერიოდისთვის აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი გადაწყვეტილად ითვლებოდა და პრობ­ლე­მას ვერ ხედავდნენ. პოსტსაბჭოთა საქართველოში აფხაზეთის სტატუსის საკითხმა მეტი აქტუა­ლობა შეიძინა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ეს კი აისახა აღნიშნული პერიოდის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში. განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, დამოუკიდებელ საქართველოში გამოქვეყნებულ სა­ხელმძღვანელოებში მეტი ინფორმაციია წარმოდგენილი ბოლშევიკების მიერ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის და შემდეგ მისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ხაზგასმულია საბჭოთა ხელისუფლების მიზნები და ამ „ადმინისტრაციული ექსპერიმენტის“ შედეგები.

Zitieren

APA

ორჯონიკიძე, Თ. (2026). აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი საქართველოს ისტორიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სახელმძღვანელოებში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12004

Vancouver

ორჯონიკიძე Თ. აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი საქართველოს ისტორიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სახელმძღვანელოებში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12004

BibTeX
@article{2026,
  author = {ორჯონიკიძე, თამარ},
  title = {აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი საქართველოს ისტორიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სახელმძღვანელოებში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12004}
}
Kostenlos starten →