ხიხანის ციხე როგორც რეგიონული თავდაცვისა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნების ინსტიტუციური ცენტრი
BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)
DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.11978 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ნუგზარ ზოსიძე und 2 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).
Abstract (Originalsprache)
ნაშრომი ეძღვნება ხიხანის ციხის ფუნქციურ-ისტორიულ ანალიზს, განსაკუთრებული აქცენტით მის როლზე თავდაცვითი სისტემის ორგანიზაციასა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნებაში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. კვლევა ეფუძნება როგორც ქართულ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებს, ასევე თანამედროვე საერთაშორისო ისტორიოგრაფიასა და სამართლებრივ თეორიას, რაც საშუალებას იძლევა ხიხანის ციხე განიხილოს არა მხოლოდ როგორც სამხედრო-სტრატეგიული ობიექტი, არამედ როგორც მრავალფუნქციური ინსტიტუციური სივრცე. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ხიხანის ციხე მოქმედებდა როგორც რეგიონული მმართველობის ცენტრი, სადაც თავდაცვა, სამართალი და სოციალური წესრიგი ერთიან სისტემად ფუნქციონირებდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემური კრებების როლს, როგორც ადათწესობრივი სამართლის ფორმირების, ინტერპრეტაციისა და აღსრულების მექანიზმს. ქონებრივი, სისხლის სამართლისა და ოჯახურ-მემკვიდრეობითი დავების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი პრაქტიკა ეფუძნებოდა კოლექტიურ განხილვას, კომპრომისსა და კონსენსუსს, რაც უზრუნველყოფდა კონფლიქტების დეესკალაციას და სოციალური ბალანსის შენარჩუნებას. კვლევა ასევე წარმოაჩენს ხიხანის სამართლებრივი სისტემის სპეციფიკას ოსმალური მმართველობის პირობებში, სადაც ადგილი ჰქონდა სამართლებრივ პლურალიზმს და იმპერიული და ადგილობრივი ნორმების თანაარსებობას. აღნიშნული სისტემა ეფუძნებოდა მედიატორულ მმართველობას, რომელიც ხორციელდებოდა მორალურ ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდობაზე დაყრდნობით, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ვლინდება ხიმშიაშვილთა საგვარეულოს მმართველობით პრაქტიკაში. შედარებითი ანალიზი სხვა ქართულ მთიან რეგიონებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ხიხანის სამართლებრივი მოდელი გამოირჩეოდა მოქნილობითა და კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულაციისკენ ორიენტაციით. შედეგად, ხიხანის ციხე წარმოჩინდება როგორც ადათწესობრივი სამართლის ინსტიტუციური ცენტრი და სამართლებრივი მედიაციის სივრცე, რომლის ფუნქცია სცილდება რეგიონულ ჩარჩოს და იძენს მნიშვნელობას ფართო კავკასიური სამართლებრივი ტრადიციის კონტექსტში. ნაშრომი ამტკიცებს, რომ ხიხანის ციხის სამართლებრივი და მმართველობითი მოდელი წარმოადგენს კონსენსუსზე დაფუძნებული სამართლის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების სტრუქტურულ მდგრადობას და ადაპტაციას მრავალსაფეხურიანი პოლიტიკური რეალობის პირობებში.
Zitieren
APA
ზოსიძე, Ნ., ზოსიძე, Ნ., & გლოველი, Მ. (2026). ხიხანის ციხე როგორც რეგიონული თავდაცვისა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნების ინსტიტუციური ცენტრი. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11978
Vancouver
ზოსიძე Ნ, ზოსიძე Ნ, გლოველი Მ. ხიხანის ციხე როგორც რეგიონული თავდაცვისა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნების ინსტიტუციური ცენტრი. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.11978
BibTeX
@article{2026,
author = {ზოსიძე, ნუგზარ and ზოსიძე, ნათია and გლოველი, მზია},
title = {ხიხანის ციხე როგორც რეგიონული თავდაცვისა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნების ინსტიტუციური ცენტრი},
journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
year = {2026},
volume = {4},
number = {2},
doi = {10.61671/bsrcc.v4i2.11978}
}
EUVIMED