EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

COVID-19, როგორც ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი კრიზისი: შედეგები გარემოსდაცვით უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საქართველოში

მაია კაპანაძე, ვახტანგ მაისაია, ალიკა გუჩუა

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12029 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von მაია კაპანაძე und 2 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

COVID-19 პანდემიამ აჩვენა, რომ ინფექციური დაავადებების საგანგებო სიტუა­ციე­ბის განხილვა მხოლოდ ბიოსამედიცინო პერსპექტივიდან არ შეიძლება. შეზღუდული სტრუქტუ­რუ­ლი შესაძლებლობებისა და რთული გეოპოლიტიკური პოზიციის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, კრიზისმა გამოავლინა ბიოლოგიური რისკების მართვასა და გარემოსდაცვითი მა­რეგულირებელ სისტემებს შორის სტრუქტურული ურთიერთდამოკიდებულება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ უშუალო შედეგების გარდა, პანდემიამ წარმოშვა გარემოზე ზეწოლა, რამაც შეცვალა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებასა და ეროვნული ჯანდაცვის მმართველობას შორის ურ­თიერთობა. ნაშრომის მიზანია: COVID-19 პანდემიის დროს საქართველოში ბიოლოგიური რისკების მართვასა და გარემოსდაცვით მმართველობას შორის ურთიერთქმედების ანალიზი და კრიზისის შედეგად გამოვლენილი სისტემური დაუცველობების შეფასება. კვლევის მეთოდები: გამოყენებუ­ლია შემთხვევის შესწავლის მეთოდოლოგია, მათ შორის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების, კანონმდებლობისა და საგანგებო რეაგირების პროტოკოლების, ასევე მეორადი ეპიდემიოლოგიური და გარემოსდაცვითი მონაცემების სისტემატური მიმოხილვა 2020–2022 წლების. ბიოეკოლოგიური უსაფრთხოების ინტერდისციპლინარული კონცეფცია საფუძვლად დაედო ინსტიტუციური კოორდი­ნაციის, ბიოსამედიცინო ნარჩენების რეგულირების, გარემოსდაცვითი მონიტორინგის პრაქტიკისა და სექტორული კრიზისების მართვის მექანიზმების შეფასებას. კვლევის შედეგები: ანალიზი აჩვე­ნებს, რომ პანდემიამ გაამწვავა უკვე არსებული მმართველობითი ფრაგმენტაცია. ბიოსამედიცინო ნარჩენების სწრაფმა ზრდამ, დროებითმა მარეგულირებელმა ცვლილებებმა და გარემოსდაცვითი მეთვალყურეობისა და ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის შეზღუდულმა ინტეგ­რა­ციამ გამოიწვია კუმულაციური გარემოსდაცვითი სტრესი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლო­გიუ­რი მეთვალყურეობის შესაძლებლობები გაფართოვდა, გარემოსდაცვითი რისკების შეფასება ჯერ კიდევ არასაკმარისად არის ინტეგრირებული მზადყოფნის სტრატეგიებში. დასკვნის სახით: COVID-19 უნდა განვიხილოთ, როგორც ორმაგი ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი კრიზისი, რომელიც მოითხოვს ინტეგრირებულ მართვის მიდგომებს. ბიოუსაფრთხოების დაგეგმვის ფარგლებში გა­რემოსდაცვითი მონიტორინგის გაძლიერება და სექტორთაშორისი კოორდინაციის გაძლიერება აუცილებელია საქართველოს გრძელვადიანი მდგრადობისთვის.

Zitieren

APA

კაპანაძე, Მ., მაისაია, Ვ., & გუჩუა, Ა. (2026). COVID-19, როგორც ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი კრიზისი: შედეგები გარემოსდაცვით უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საქართველოში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12029

Vancouver

კაპანაძე Მ, მაისაია Ვ, გუჩუა Ა. COVID-19, როგორც ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი კრიზისი: შედეგები გარემოსდაცვით უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საქართველოში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12029

BibTeX
@article{2026,
  author = {კაპანაძე, მაია and მაისაია, ვახტანგ and გუჩუა, ალიკა},
  title = {COVID-19, როგორც ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი კრიზისი: შედეგები გარემოსდაცვით უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საქართველოში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12029}
}
Kostenlos starten →