EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

შიო არაგვისპირელის „გაბზარული გული“ როგორც ლიტერატურული ზღაპარი

ნესტან კუტივაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12055 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ნესტან კუტივაძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

ლიტერატურული ზღაპარი, როგორც მხატვრულ–ესთეტიკური ფენომენი, განსა­კუთ­რებულია იმითაც, რომ საგულისხმო ტრანსფორმაციას განიცდის ჟანრობრივი თვალსაზრისით. ზღაპარი იწერება პოეტური თუ პროზაული ფორმით და არსებობს რომანის, მოთხრობის, ნოველის სახით. ეს ასპექტი ამ უკანასკნელს სრულიად განასხვავებს სხვა ლიტერატურული ჟანრებისაგან. XIX-XX საუკუნეების მიჯნის ცნობილი ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის სახელთანაა დაკავ­შირებული ქართულ ლიტერატურაში ფსიქოლოგიური ნოველის დამკვიდრება. პროზაიკოსი, ამავე დროს, ლიტერატურული ზღაპრების ავტორიცაა. მწერალმა თავისი შემოქმედების შედარებით ადრეულ წლებში დაწერილ მცირე მოცულობის რამდენიმე ტექსტის ქვესათაურში ამ ჟანრს თავად გაუსვა ხაზი („...და, აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით“ (ზღაპარი, 1900), „გრძნეული ციხე“ (ფან­ტასტიური ეტიუდი, 1901), „ჩემი თავგადასავალი“ (ფეერია, 1901)) ისევე, როგორც მოგვიანებით გა­მოქ­ვეყნებულ რომან–ზღაპარში „გაბზარული გული“ (ქართული არაკი 1920). ქართულმა სალი­ტე­რატურო კრიტიკამ არაგვისპირელის შემოქმედების შეფასებისას ხაზი გაუსვა ავტორის ერთადერთ რომანსაც და ყურადღება გაამხვილა სიყვარულის, მეგობრობისა და ხელოვნების თემების მხატვ­რუ­ლი ასახვის შინაარსობრივ ასპექტებზე. „გაბზარული გული“ მნიშვნელოვანია როგორც აღნიშ­ნული საკითხების, ასევე, ტექსტში არსებული ალუზიური პლანებისა თუ ერთგვარი მეტატექსტური ფუნქციის მქონე ეპიზოდების გამოც, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნის რომანისათვის დამახასია­თე­ბელ არაერთ ჟანრობრივ თავისებურებასაც. ამ თვალსაზრისით დეტალური ანალიზი წარმოაჩენს ფაბულისა და სიუჟეტის, ქვესიუჟეტების, მიმართების თავისებურებებს. საგულისხმოა, რომ რომან­ში ჩართული არაკები (მწყემსის არაკი, ტყის დედოფლის არაკი) გარკვეულ მსგავსებასაც ავლენს ამავე პერსონაჟების თავგადასავალთან და, ამავე დროს, ერთი ამბის განსხვავებულ ვერსიებსაც წარმოადგენს. კიდევ უფრო განმსაზღვრელია რომანის მიმართება ქართულ ფოლკლორულ ეპოს­თან „ეთერიანი“. ამ კავშირზე მკითხველს თავად ავტორი მიანიშნებს პერსონაჟების სახელებით (ეთერი, მარეხი). შიო არაგვისპირელის რომანი–ზღაპარი „გაბზარული გული“ მრავალმხრივ საგუ­ლისხმო ტექსტია, როგორც ერთ–ერთი პირველი დიდი მოცულობის ლიტერატურული ზღაპარი, რითაც მწერალი გამორჩეულ ადგილს იჭერს ქართული ლიტერატურული ზღაპრის ისტორიაში.

Zitieren

APA

კუტივაძე, Ნ. (2026). შიო არაგვისპირელის „გაბზარული გული“ როგორც ლიტერატურული ზღაპარი. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12055

Vancouver

კუტივაძე Ნ. შიო არაგვისპირელის „გაბზარული გული“ როგორც ლიტერატურული ზღაპარი. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12055

BibTeX
@article{2026,
  author = {კუტივაძე, ნესტან},
  title = {შიო არაგვისპირელის „გაბზარული გული“ როგორც ლიტერატურული ზღაპარი},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12055}
}
Kostenlos starten →