EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

სამხედრო თავდაცვა და საერთაშორისო თანამშრობლობა როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მთავარი ელემენტები საქართველოში

ეკა ბერაია, ანტონ ქუთათელაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12021 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ეკა ბერაია und 1 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

წინამდებარე სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება „ტოტალური თავდაცვის“ კონ­ცეფ­ციის როლის კვლევას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ხასიათდება მრავალფეროვანი და კომპლექსური საფრთხეებით, რომლებიც მოიცავს როგორც ტრადიციულ სამხედრო აგრესიას, ისე ჰიბრიდულ ომს, კიბერსაფრთხეებს, დეზინფორმაციას, ეკონომიკურ ზეწოლასა და სხვა არაკონ­ვენციურ გამოწვევებს. აღნიშნული გარემოებები სახელმწიფოებისგან მოითხოვს უსაფრთხოები­სად­მი ახალი, ინტეგრირებული და მრავალგანზომილებიანი მიდგომების შემუშავებას. კვლევის მი­ზანია „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის თეორიული საფუძვლების, ისტორიული განვითარე­ბის, ძირითადი კომპონენტებისა და საქართველოს პირობებში მისი პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების ანალიზი. ნაშრომში განხილულია კლასიკური რეალიზმის, ნეორეალიზმის, სე­კუ­რიტიზაციის, ლიბერალიზმის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული ომის თეორიების მნიშვნელობა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო თავდაცვის, სამოქალაქო ჩართულობის, საერთაშორისო თანა­მშრომლობის, ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და ციფრული თავდაცვის ურთიერთ­კავ­შირს. კვლევა ეფუძნება ისტორიულ-აღწერილობით, შედარებით, კონტენტ-ანალიზის, შემთხვევის შესწავლის (Case Study), SWOT ანალიზისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდებს. ნაშრომი აჩვენებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფა შეუძლებელია მხოლოდ სამხედრო ძალებზე დაყრდნობით და საჭიროებს სახელმწიფოს, საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებულ თანამშრომლობას. კვლევის შედეგად დასტურდება, რომ „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფცია წარმოადგენს სა­ქართ­ველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ზრდის ქვეყნის მდგრადობას, კრიზისებისადმი ადაპტაციის უნარსა და ჰიბრიდული საფრთხეებისადმი წინააღმდეგობის შესაძლებლობას. ნაშრომში წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, რომ­ლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სრულყოფასა და საქართველოს თავ­დაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას.

Zitieren

APA

ბერაია, Ე., & ქუთათელაძე, Ა. (2026). სამხედრო თავდაცვა და საერთაშორისო თანამშრობლობა როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მთავარი ელემენტები საქართველოში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12021

Vancouver

ბერაია Ე, ქუთათელაძე Ა. სამხედრო თავდაცვა და საერთაშორისო თანამშრობლობა როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მთავარი ელემენტები საქართველოში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12021

BibTeX
@article{2026,
  author = {ბერაია, ეკა and ქუთათელაძე, ანტონ},
  title = {სამხედრო თავდაცვა და საერთაშორისო თანამშრობლობა როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მთავარი ელემენტები საქართველოში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12021}
}
Kostenlos starten →