EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-SA 4.0

ჩინური პოლიტიკური და ინტელექტუალური ჯგუფები გვიანდელ ცინგის დინასტიასა და რესპუბლიკურ ჩინეთში

შალვა ჩიხლაძე, ნელი ახობაძე

აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე · 21.12.2022 · 5 (2) · 55-87

DOI: 10.61671/hos.5.2022.5933 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, online erschienen am 21.12.2022. Verfasst von შალვა ჩიხლაძე und 1 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

მეცხრამეტე საუკუნე გამორჩეული პერიოდია გლობა­ლ­ური ისტორიისთვის. იმ პერიოდში მომხდარმა ტექნოლოგიურმა და იდეოლოგიურმა ცვლილებებმა სერიოზული კვალი დააჩინა მსოფლიოს ხალხთა განვითარებას. ეს პერიოდი ასევე მნიშ­ვნე­ლოვანი და გარკვეულწილად კრიტიკული გამოდგა ჩინეთის იმპ­ე­რიისთვისაც. მსოფლიო წესრიგს მიღმა არსებულმა უზარ­მაზარმა სახელმწიფოს პოლიტიკურმა ელიტამ ზუსტად ვერ გაი­ა­ზრა გარესამყაროში მიმდინარე ცვლილებები, არ გახსნა რა საკ­უ­თარი ქვეყანა იმ დროინდელი წამყვან ქვეყნებთან სავაჭ­როდ, აღმოჩნდა მიმდინარე პროცესების მიღმა. ამასთან ერთ­ად, დიდი ბრიტანეთის სურვილი ჩინურ ბაზარზე წვდომაზე იმდენად დიდი იყო რომ მათ ოპიუმის ვაჭრობის ხაზის დასაცავად ომიც კი დაიწყეს. დასავლეთთან არსებულმა ანტაგონისტურმა და ზოგ შემ­თ­ხვევაში მშვიდობიანმა ინტერაქციამ ჩინურ საზოგად­ოება­შიც გააჩინა რამდენიმე დასი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტისა, რომლებიც განსხვავდებოდნენ ხედვებით, ღირებუ­ლე­ბებით, სოციალური კლასითა და მოქმედების ტაქტიკით, თუმცა მათ აერთიანდათ ერთი რამ, ჩინური სახელმწიფოს მოდე­რნ­ი­ზება და განვითარება ისე რომ საგარეო აქტორებს აღარ მისცე­მო­დათ შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში ემყოფებინათ „ცენ­ტ­რალური სამეფო“. ჩინელი ინტელექტუალების რამდენიმე და­სად დაყოფა პირობითია და მიზნად ისახავს იმ განმასხვავებელი ნიშნების უკეთ გამოკვეთას რაც გვიანდელი ცინგის პერიოდისა და ადრეული რესპუბლიკისას ჩინურ პოლიტიკურ კლასს გააჩ­ნდა. ოთხ დასად დაყოფა ერთი მხრივ ქრონოლოგიურ აღქმას აადვილებს, მეორე მხრივ თითეული დასის წევრებს ჰქონდა მეტ­ნაკლებად საერთო ხედვები, ღირებულებითი სისტემა და მოქმე­დების სტრატეგია. პირველი დასი - ლინ წესუ, წენგ კუოფენი, მე-19 საუკუნის 40-იანი და 60-იანი წლები. მეორე დასი - ქანგ იოვეი და ლიანგ ციჩაო. მე-19 საუკუნის 90-იანი და მეოცე საუკუნის 10-იანი წლები. მესამე დასი - სუნ იატსენი და რესპუბლიკელი რევოლი­ციონერები. მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლები. მეოთხე დასი - პირველი თაობის სოციალისტები (ჩენ ტუს­იოუ, ლი ტაჭაო და ა.შ) მეოცე საუკუნის 20-იანი წლები. ზემოთხსენებული ცალკეული ინდივიდები და მათი მიმ­დ­ე­ვრები ჩინური საზოგადოების ჭრელ პალიტრას აერთია­ნე­ბდ­ნენ. კვლევაში გამოყოფილია თითოეული დასის მახასია­თებ­ლ­ები, ღირებულებითი სისტემის მიხედვით დააჯგუფებულია ისინი საერთო და განმასხვავებელი მახასიათებლის მიხედვით, რაც დაეხმარება ქართულენოვან აუდიტორიას უფრო სიღრმ­ისე­ულად გაიაზროს ჩინური პოლიტიკური ისთებლიშმენტის იდე­ო­ლოგიურ-ღირებულებითი გრადაცია მეცხრამეტე საუკუ­ნის ბო­ლ­­­ოსა და მეოცეს დასაწყისში.

Zitieren

APA

ჩიხლაძე, Შ., & ახობაძე, Ნ. (2022). ჩინური პოლიტიკური და ინტელექტუალური ჯგუფები გვიანდელ ცინგის დინასტიასა და რესპუბლიკურ ჩინეთში. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, 5(2), 55-87. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5933

Vancouver

ჩიხლაძე Შ, ახობაძე Ნ. ჩინური პოლიტიკური და ინტელექტუალური ჯგუფები გვიანდელ ცინგის დინასტიასა და რესპუბლიკურ ჩინეთში. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე. 2022;5(2):55-87. doi:10.61671/hos.5.2022.5933

BibTeX
@article{2022,
  author = {ჩიხლაძე, შალვა and ახობაძე, ნელი},
  title = {ჩინური პოლიტიკური და ინტელექტუალური ჯგუფები გვიანდელ ცინგის დინასტიასა და რესპუბლიკურ ჩინეთში},
  journal = {აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე},
  year = {2022},
  volume = {5},
  number = {2},
  pages = {55--87},
  doi = {10.61671/hos.5.2022.5933}
}
Kostenlos starten →