EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ბათუმში 1910-1914 წწ

ანა ლილუაშვილი

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.11981 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ანა ლილუაშვილი. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

ბათუმს მეტად მოხერხებული სატრანზიტო მდებარეობა და შავ ზღვაზე გამორ­ჩეუ­ლი ღრმაწყლოვანი ნავსადგური გააჩნია. ოსმალეთის იმპერიაში მოქცეული ქალაქის განვითა­რება ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობდა. ბათუმის განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა იმთავითვე მიიქცია XIX საუკუნის დასაწყისიდან ამიერკავკასიაში შემოჭრილი რუსეთის ყურადღება. ბათუმის დაუფლება ცარიზმის ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს წარმოად­გენდა XIX საუკუნეში ოსმალეთთან წარმოებულ ომებში. თუმცა განზრახვის შესრულება რუსეთმა მხოლოდ 1877-1878 წლების ოსმალეთთან ომში გამარჯვების შემდეგ შეძლო. ჯერ სან-სტეფანოს, ხოლო შემდეგ ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით ბათუმი რუსეთს გადაეცა პორტო-ფრანკოს - თავისუფალი სავაჭრო ნავსადგურის სტატუსით. ამიერიდან დაიწყო ბათუმის სწრაფი განვი­თა­რება, რაც განაპირობა ბაქოს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ბათუმიდან ტრანზიტმა. რკინიგზის გაყვანამ, პორტის მშენებლობამ, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის ამოქმედებამ მძლავრი ბიძგი მის­ცა ბათუმის სამრეწველო და სავაჭრო განვითარებას. სწრაფად იზრდებოდა ქალაქის მოსახლეობაც, ძირითა­დად მუშათა კლასის ხარჯზე. ყოველივე აღნიშნულმა განაპირობა XX საუკუნის დასაწყი­სი­დან ბა­თუ­მის მძლავრ რევოლციურ ქალაქად გადაქცევა. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლი­ლე­ბები და რუსეთის იმპერიაში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გავლენას ახდენდა ქალაქის მდგომარეობაზე. XX საუკუნის 10-იანი წლებიდან პირველი მსოფლიო ომის მოახლოებამ კვლავ გამოიწვია ბა­თუმისადმი საერთაშორისო ინტერესის გაზრდა. უცხოეთის სპეცსამსახურების საქმიანობის გაძ­ლიერება, კიდევ უფრო ამწვავებდა ისედაც რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას ბათუმ­ში. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია პირველი მსოფლიო ომის წინ ბათუმში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები.

Zitieren

APA

ლილუაშვილი, Ა. (2026). საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ბათუმში 1910-1914 წწ. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11981

Vancouver

ლილუაშვილი Ა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ბათუმში 1910-1914 წწ. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.11981

BibTeX
@article{2026,
  author = {ლილუაშვილი, ანა},
  title = {საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ბათუმში 1910-1914 წწ},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.11981}
}
Kostenlos starten →