EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

სოციონორმატიული კულტურა, როგორც აღზრდის პარადიგმა ტრადიციულ საზოგადოებაში

თამილა ლომთათიძე, ნანული ნოღაიდელი

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12061 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von თამილა ლომთათიძე und 1 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

პიროვნების ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციონორმა­ტიუ­ლი კულტურა, რომელიც აერთიანებს თაობების მიერ შემუშავებულ სოციალურ ჩვევებს, ეტი­კეტს, ქცევის მრავალფეროვან ფორმებს — წეს-ჩვეულებებიდან დაწყებული, ხალხური სამართლის ნორმებით დასრულებული. იგი, როგორც საზოგადოების „კოლექტიური მორალი“, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ინდივიდის ჩამოყალიბებაზე და გვევლინება აღზრდის ერთგვარ პარა­დიგ­მად. პიროვნების ფორმირება მიმდინარეობს კონკრეტულ სოციალურ-კულტურულ კონტექსტში. თითოეულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი სოციოკულტურული ნორმები, რომელთა მეშვეობი­თაც ის ახდენს ახალი თაობის სოციალიზაციას. აჭარაში აღზრდის პროცესში აქტიურად არის ჩარ­თული ისეთი ძირითადი სოციალური ინსტიტუტები, როგორიცაა ოჯახი და სოციუმი (გვარი, სო­ფელი, თემი). აღზრდაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს სოციოკულტურული ნორმები, მათ შორის: ადა­თი (ხალხური სამართალი), ხალხური ეთიკა და ტრადიციები. ეს ნორმები წარმოადგენს ტრადი­ციუ­ლი საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ ქცევის წესებსა და ღირებულებით სისტემას, რომლებიც განსაზღვრავს ინდივიდის ზნეობრივ და სოციალურ ორიენტაციას. ტრადიციული ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია აღზრდის ავტორიტარული სტილი, მორჩილებაზე ორიენტაცია, თაობათაშორისი და ოჯახური კავშირების სიმტკიცე. ამასთა­ნავე, აჭარის ეთნოგრაფიული ყოფა ავლენს შედარებით მოქნილ და გარემოსთან ადაპტირებულ აღმზრდელობით პრაქტიკებს, რომლებიც, კონტროლის პარალელურად, უზრუნველყოფს მოზარ­დის თანდათანობით, უმტკივნეულო ინტეგრაციას სოციალურ ცხოვრებაში და მის ჩამოყალიბებას საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების მატარებლად.

Zitieren

APA

ლომთათიძე, Თ., & ნოღაიდელი, Ნ. (2026). სოციონორმატიული კულტურა, როგორც აღზრდის პარადიგმა ტრადიციულ საზოგადოებაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12061

Vancouver

ლომთათიძე Თ, ნოღაიდელი Ნ. სოციონორმატიული კულტურა, როგორც აღზრდის პარადიგმა ტრადიციულ საზოგადოებაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12061

BibTeX
@article{2026,
  author = {ლომთათიძე, თამილა and ნოღაიდელი, ნანული},
  title = {სოციონორმატიული კულტურა, როგორც აღზრდის პარადიგმა ტრადიციულ საზოგადოებაში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12061}
}
Kostenlos starten →