EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

მორალი, როგორც წინააღმდეგობის იარაღი ჰერტა მიულერის შემოქმედებაში

მარიამ კორინთელი

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12054 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von მარიამ კორინთელი. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

ნაშრომი წარმოადგენს ჰერტა მიულერის რომანის - „სუნთქვის საქანელას“ კვლე­ვას, კერძოდ, მორალურობის ასპექტს რომანში, როგორც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს. ჰერტა მიულერის ცხოვრებაცა და შემოქმედებაც წინააღმდეგობის ისტორიაა, ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება, საკუთარი სუბიექტური გამოცდილებები მთელი ქვეყნის ბიოგრაფიად აქციო. მისი რომანების ძირითადი თემაა ავტორიტეტები და ძალაუფლება, ცენზურა და დამორჩილება, ემიგრაცია, ეროვნული იდენტობის ძიება. ტოტალიტარიზმის დამანგრეველი გავლენისგან თავის დასაცავად ერთ-ერთ იარაღად მწერალს ზოგადმორალური პრინციპების დაცვა მიაჩნია; ეპოქაში, რომელმაც თავდაყირა დააყენა სამართლისა და სამართლიანობის გაგება; დროში, როდესაც არ მოქმედებს არც ადამიანური და არც ღვთაებრივი სამართალი, ერთადერთ ხსნად ზოგადი ადამია­ნურ-მორალური პრინციპების შენახვა-შენარჩუნებაღა რჩება. ჰერტა მიულერის რომანები განსა­კუთ­რებით აქტუალურია საქართველოსთვის, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილისთვის. მის ნა­წარ­მოებებში აღწერილი პრობლემატიკა საქართველოსთვისაც მეტად მტკივნეული საკითხია - საბჭოთა გამოცდილება და კოლექტიური, თაობათაშორისი ტრავმები ჯერ კიდევ საჭიროებს კვლევასა და რეფლექსიას, სწორედ ამიტომ, ჰერტა მიულერისეული რუმინული ტოტალიტარიზმი, წინააღმდეგობა და მორალური ორიენტირების მოშლა რეჟიმების პირობებში მთელი სოციალის­ტური ბანაკის გამოცდილებაა, განსაკუთრებით კი - საქართველოსი, რომელსაც რიგ შემთხვევებში ყველაზე მძიმედ შეეხო ტოტალიტარიზმის გამოვლინებები და რეპრესიები.

Zitieren

APA

კორინთელი, Მ. (2026). მორალი, როგორც წინააღმდეგობის იარაღი ჰერტა მიულერის შემოქმედებაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12054

Vancouver

კორინთელი Მ. მორალი, როგორც წინააღმდეგობის იარაღი ჰერტა მიულერის შემოქმედებაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12054

BibTeX
@article{2026,
  author = {კორინთელი, მარიამ},
  title = {მორალი, როგორც წინააღმდეგობის იარაღი ჰერტა მიულერის შემოქმედებაში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12054}
}
Kostenlos starten →