EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

გიორგი ჩიტაია და 1924 წლის აჯანყება: მოსალოდნელი შედეგების შეფასება

ნაილა ჩელებაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12012 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ნაილა ჩელებაძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია (1890–1986), ქართული ეთნოლოგიის სამეცნიერო სკოლისა და საქართველოში საველე ეთნოგრაფიული კვლე­ვის თანამედროვე მეთოდოლოგიის ფუძემდებელი, ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩარ­თული ეროვნულ-პოლიტიკურ საქმიანობაში. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში იგი ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით ფოთის ქალაქის თავად დაინიშნა, ხოლო 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ დღეებში, მონაწილეობდა ბათუმის განთა­ვი­სუფლებისათვის ბრძოლაში. წინამდებარე სტატია ეფუძნება გიორგი ჩიტაიას ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს, მემუარულ მემკვიდრეობასა და საარქივო მასალებს და მიზნად ისახავს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ნაკლებად ცნობილი ეპიზოდების წარმოჩენას. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩიტაიამ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას თავი დაანება და მთლიანად სამეცნიერო კვლევას მიუძღვნა, თუმცა მისი ჩანაწერები ცხადყოფს, რომ იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტი­კურ პროცესებს, აანალიზებდა მოვლენებსა და მათ მონაწილე პირებს. კვლევა აჩვენებს, რომ საბჭოთა ხელისუფლება გიორგი ჩიტაიას კვლავ ეროვნული მოძრაობის გავლენიან წარმომადგენლად მიიჩნევდა, რასაც მოწმობს მისი არაერთგზის დაპატიმრება და 1924 წლის ეროვნული აჯანყების კონტექსტში მისდამი გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესი. მემუარული წყაროების მიხედვით, მას შესთავაზეს აჯანყების აფხაზეთის მიმართულების ხელ­მძღვანელობა, თუმცა, ძალთა რეალური თანაფარდობის შეფასებიდან გამომდინარე, ამ პასუხის­მგებ­ლობაზე მან უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, იგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა და სიკვდილით დასჯის საფრთხეც გადაიტანა. სტატიაში დასაბუთებულია, რომ გიორგი ჩიტაიას პოლიტიკური ბიოგრაფია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი, თუმცა დღემდე ნაკლებად შესწავლილი მხარეა. წარმოდგენილი მასალები წარ­მოაჩენს არა მხოლოდ გამოჩენილ ეთნოლოგსა და მეცნიერების ორგანიზატორს, არამედ ეროვ­ნული სახელმწიფოებრიობის იდეის ერთგულ საზოგადო მოღვაწეს, რომლის შემდგომი სამეც­ნიერო საქმიანობა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო მის მიერ გადატანილი პოლიტიკური გამოცდილებით.

Zitieren

APA

ჩელებაძე, Ნ. (2026). გიორგი ჩიტაია და 1924 წლის აჯანყება: მოსალოდნელი შედეგების შეფასება. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12012

Vancouver

ჩელებაძე Ნ. გიორგი ჩიტაია და 1924 წლის აჯანყება: მოსალოდნელი შედეგების შეფასება. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12012

BibTeX
@article{2026,
  author = {ჩელებაძე, ნაილა},
  title = {გიორგი ჩიტაია და 1924 წლის აჯანყება: მოსალოდნელი შედეგების შეფასება},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12012}
}
Kostenlos starten →