1924 წლის აჯანყების სტრატეგიული კომუნიკაციების თავისებურებები
Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library · 30.09.2025 · 16 · 268-278
DOI: 10.61491/yk.16.2024.9404 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, online erschienen am 30.09.2025. Verfasst von მზია ხოსიტაშვილი.
Abstract (Originalsprache)
1924 წლის აგვისტოს აჯანყება ქართველთა ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვანი თარიღია, ქართველებისდაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისკენ გადადგმული გაბედული ნაბიჯი. ამის გამო ამ ისტორიულ თარიღს საბჭოთა და მათიგავლენით უცხოელი ისტორიკოსები ხშირად მენშევიკების ავანტიურად წარმოაჩენდნენ, რომანტიულობას მიაწერდნენ და აკნინებდნენ ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას. ათეული წლებით მეცნიერებისგან დამალული დოკუმენტებისა და არქივების ხელმისაწვდომობამ წინ მრავალი ნიუანსი წამოწია. 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისთვის უკვე მრავალი კვლევა, წიგნი, მონოგრაფია და სტატია დაიწერა. ამ მასალების საფუძველზე განვიხილავთ ამბოხებულთა ლიდერების სტრატეგიული კომუნიკაციების თავისებურებებს.აჯანყების მარცხი ისევე, როგორც ყველა დაწყებული საქმისა, მისი გამომწვევი მიზეზების განსჯაზე დაგვაფიქრებს. სწორი კომუნიკაციით მრავალი პრობლემის მოგვარება შეიძლება.რა კომუნიკაციური სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული აჯანყების დამგეგმავებს და რამდენად სწორად იყო შედგენილი ეს გეგმა? სტატიაში ჩამოთვლილია ზოგადი შაბლონები, რომლებსაც აჯანყებულები კონსპირაციის წესების დაცვისთვის იყენებენ: არალეგალური სტამბები და გავრცელებული პროკლამაციები, აწყობილი შეხვედრების სისტემა დათქმული ადგილებით, კონსპირაციული ბინებითა და პაროლებით, უსაფრთხოების ზომებისთვის გათვალისწინებული კონტრთვალთვალი და სწრაფი გაფრთხილების სისტემები; სოციალური კავშირები მომხრეებით, აგენტებითა და სანდო ოჯახებით; მატერიალური უზრუნველყოფა; საერთაშორისო კავშირები. ხაზგასმულია მთავარი სირთულე - აჯანყებაში მონაწილეთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგება და ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან კომუნიკაციის სირთულე.სტატიაში გავლებულია პარალელი საქართველოს საგანგებო კომისიის მოქმედებასთან, გამოკვეთილია მათი რიცხობრივი უპირატესობა და აგენტურული ქსელი როგორც თბილისში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში.სტრატეგიული კომუნიკაციები, რომლებსაც იყენებდნენ ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში, მართალია, აგებული იყო სწორისქემებით და ნაკარნახევი იყო მაღალი პატრიოტული მოტივებით, მაგრამ დაკარგული იყო მოულოდნელობის ეფექტი (გადამწყვეტ მომენტში ჩოლოყაშვილის 600-კაციანი რაზმიდან ბრძოლისთვის 60-ს ძლივს მოუყარეს თავი); მოქმედებდა აჯანყების ლიდერთა დაქსაქსულობა; პირველ რიგში, გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლების როგორც რიცხობრივი უპირატესობა, ასევე რესპრესიების გამოცდილება და სისასტიკე.
Zitieren
APA
ხოსიტაშვილი, Მ. (2025). 1924 წლის აჯანყების სტრატეგიული კომუნიკაციების თავისებურებები. Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, 16, 268-278. https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9404
Vancouver
ხოსიტაშვილი Მ. 1924 წლის აჯანყების სტრატეგიული კომუნიკაციების თავისებურებები. Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library. 2025;16:268-278. doi:10.61491/yk.16.2024.9404
BibTeX
@article{2025,
author = {ხოსიტაშვილი, მზია},
title = {1924 წლის აჯანყების სტრატეგიული კომუნიკაციების თავისებურებები},
journal = {Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library},
year = {2025},
volume = {16},
pages = {268--278},
doi = {10.61491/yk.16.2024.9404}
}
EUVIMED