ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალთა დაპირისპირება ქართველოლოგიაში 1924 წლის აჯანყების მზადების პერიოდში
Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library · 30.09.2025 · 16 · 85-93
DOI: 10.61491/yk.16.2024.9383 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, online erschienen am 30.09.2025. Verfasst von იამზე ვაშაკიძე.
Abstract (Originalsprache)
სტატიაში განხილულია რუსული პოლიტიკის მსახურთა თავდასხმები ქართული მეცნიერების წარმომადგენლებზე 1924 წლის ცნობილი აგვისტოს აჯანყების მზადების პერიოდში. დაპირისპირებამ ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალთა შორის განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო ინტელექტუალურ ველში, კერძოდ:1. ხელისუფლების პოზიციის საპირისპიროდ, ვლინდება მოწინავე ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ერთსულოვნება დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ქართველო-ლოგიური კვლევის განვითარებაში – ორიენტირება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:- ქართულ სიძველეთა შესწავლის ფართო საერთაშორისო სამეცნიერო ველში გატანა;- უცხოელ / ამერიკელ / მეცნიერთა დაინტერესება-მოზიდვა არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილებში (მცხეთასა და ნაქალაქევში);- ზრუნვა ქართული უნივერსიტეტის გაძლიერებისათვის – ეროვნულად განწყობილ პროფესორთა შემოკრებისათვის ქართულ უნივერსიტეტში.2. ქართული მეცნიერების წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლების დასაყრდენია მეცნიერებათა აკადემია, კერძოდ, მისი ავტორიტეტული წარმომადგენელი, წარმოშობით ქართველი მეცნიერი ნიკო მარი, რომლის საპროტესტო გამოსვლის შედეგად ჩაიშალა ამერიკელ არქეოლოგთა ექსპედიცია მცხეთასა და ნაქალაქევში.3. მეცნიერებათა აკადემიისა და საბჭოთა ხელისუფლების ინტერესთა სრულ თანხვედრას მოწმობს 1924 წლის პრესაში „ჩვენის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც აისახა საბჭოთა ხელისუფლებისპოზიციის რამდენიმე ასპექტი:- აშკარა ომის გამოცხადება ეროვნული მეცნიერების წარმომადგენელთა წინააღმდეგ;- მხარდაჭერა ბოლშევიკური იდეოლოგიის სამსახურში მყოფი მეცნიერისა;- საბჭოთა იდეოლოგია არჩევანს არ უტოვებს განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებიც, ნებით თუ უნებურად, სახელისუფლებო მანქანის ნაწილად არიან ქცეული.4. უნივერსიტეტის პროფესორები იღებენ გამოწვევას ქართული მეცნიერებისათვის ბრძოლაში; ივანე ჯავახიშვილმა ტფილისისუნივერსიტეტის გამგეობის სახელით მომზადებულ საპასუხო წერილში ამხილა როგორც ქართული კულტურულ-საგანმანათლებლოღონისძიებებისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერი – ნიკო მარი, ისე მისი პოლიტიკური მხარდამჭერი ხელისუფლება, რომელმაც მომდევნო წლებში უფრო გაამძაფრა ბრძოლა ქართული უნივერსიტეტისა და ეროვნულად განწყობილი პროფესურის წინააღმდეგ.კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები, ვფიქრობთ, გარკვეულ დახმარებას გაუწევს საბჭოთა ქართველოლოგიაში მომუშავე დარგისსპეციალისტებსა და დაინტერესებულ პირებს.
Zitieren
APA
ვაშაკიძე, Ი. (2025). ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალთა დაპირისპირება ქართველოლოგიაში 1924 წლის აჯანყების მზადების პერიოდში. Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, 16, 85-93. https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9383
Vancouver
ვაშაკიძე Ი. ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალთა დაპირისპირება ქართველოლოგიაში 1924 წლის აჯანყების მზადების პერიოდში. Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library. 2025;16:85-93. doi:10.61491/yk.16.2024.9383
BibTeX
@article{2025,
author = {ვაშაკიძე, იამზე},
title = {ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალთა დაპირისპირება ქართველოლოგიაში 1924 წლის აჯანყების მზადების პერიოდში},
journal = {Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library},
year = {2025},
volume = {16},
pages = {85--93},
doi = {10.61491/yk.16.2024.9383}
}
EUVIMED