EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

ტერიტორიული დავები და ძალთა ბალანსი ბათუმის საზავო კონფერენციაზე 1918 წ

არჩილ ვარშალომიძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.11977 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von არჩილ ვარშალომიძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

1918 წლის ბათუმის საზავო კონფერენცია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან, წარმოადგენს კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ გადამწყვეტ დიპლომატიურ მოვლენას, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. კონფერენცია გაიმართა 1918 წლის მაის-ივნისში, იმ დროს, როცა ოსმალეთის იმპერია სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებდა, ხოლო სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკები – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – ცდილობდ­ნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსის მიღწევას რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. კონფერენციის მთავარი თემა იყო ტერიტორიული დავები – განსაკუთრებით ბათუმის, არტაა­ნისა და ყარსის ოლქების მფლობელობა. ოსმალეთის დელეგაცია, სამხედრო უპირატესობაზე დაყრდნობით, ცდილობდა საზღვრების გაფართოებას და პოლიტიკური ზეგავლენის განმტკიცებას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ კავკასიის დელეგაცია კი ცდილობდა საერთა­შო­რისო სამართლის პრინციპებსა და თვითგამორკვევის უფლებაზე დაყრდნობით დაეცვა საკუთარი ინტერესები. ბათუმის კონფერენციის მსვლელობამ ნათლად აჩვენა, რომ რეგიონის პოლიტიკური კონფიგუ­რაცია განისაზღვრა არა მხოლოდ მხარეთა დიპლომატიური უნარებით, არამედ საერთაშორისო ძალთა ბალანსით — იმ გეოპოლიტიკური გარემოთი, სადაც გლობალური ძალები (ოსმალეთი, გერ­მანია, ბრიტანეთი და ბოლშევიკური რუსეთი) ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ გავლენის ზონების გასაფართოებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დელეგაცია სამხედრო თვალსაზრისით სუსტი იყო, მისმა დიპლომატიურმა მოქნილობამ და კონსტრუქციულმა მიდგომამ საშუალება მისცა მიეღო გარკვეული დათმობები და დაედო დროებითი შეთანხმება, რამაც საფუძველი შეუქმნა საქართვე­ლოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1918 წლის 26 მაისს. ბათუმის საზავო კონფერენცია არ ყოფილა მხოლოდ საზღვრების გადანაწილების შეხვედრა; ის იყო ბრძოლა სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღიარებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის მოპოვებისთვის.

Zitieren

APA

ვარშალომიძე, Ა. (2026). ტერიტორიული დავები და ძალთა ბალანსი ბათუმის საზავო კონფერენციაზე 1918 წ. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11977

Vancouver

ვარშალომიძე Ა. ტერიტორიული დავები და ძალთა ბალანსი ბათუმის საზავო კონფერენციაზე 1918 წ. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.11977

BibTeX
@article{2026,
  author = {ვარშალომიძე, არჩილ},
  title = {ტერიტორიული დავები და ძალთა ბალანსი ბათუმის საზავო კონფერენციაზე 1918 წ},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.11977}
}
Kostenlos starten →