EUVIMEDEUVIMED entdecken
Crossref

მედიაციის პროცესი, მისი პრინციპები და გამოწვევები საქართველოში

ირინა ბათიაშვილი

Alternative Dispute Resolution Yearbook · 2022

DOI: 10.60131/adr.1.2022.6162 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift Alternative Dispute Resolution Yearbook, 2022. Verfasst von ირინა ბათიაშვილი. Die Arbeit wurde bisher 2-mal zitiert (Crossref).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

მედიაცია დაფუძნებულია მხარეთა ინტერესებზე და არა უფლებებზე და ეს თვისება მას კიდევ უფრო მეტად ეფექტურს ხდის. მოდავე მხარეები მედიაციის პროცესში ცდილობენ, დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე და, შესაბამისად, შეეცადონ, ერთად მივიდნენ მათი შეხედულებით სამართლიან გადაწყვეტილებამდე. შესაძლებელია მედიაცია არ დასრულდეს შეთანხმებით, მაგრამ ამ პროცესის შემდგომ მოდავე მხარეებს უფრო ზუსტად ეცოდინებათ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, საკუთარი მოთხოვნები, დაცლილნი იქნებიან აგრესიისგან და კონცენტრირდებიან სასურველ შედეგზე. მედიაციის პროცესში დიდწილად გვხვდება ფსიქოლოგიურ-ემოციური საფუძვლები. მედიაციის პროცესის დაწყება და მიმდინარეობა მოდავე მხარეების ნებაყოფ­ლობითობაზეა დამოკიდებული, თუმცა ნებაყოფლობითობის პრინციპის ლეგიტიმურ შეზღუდვად შეიძლება კოლექტიური დავების დროს მედიაციის პროცესის დაწყების და მიმდინარეობის განსხვავებული წესი ჩაითვალოს. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მედიატორის ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა მხარეების ნდობის ფაქტორს ამყარებს. მედიაციის კონფიდენციალობა აყალიბებს ნდობას მხარეებსა და მედიატორებს შორის. როცა კონფიდენციალურობის პრინციპით დაცული ინფორმაციის გამჟღავნების სავალდებულოობა დგება, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი მედიაციის კონფიდენციალობის პრინციპსა და საჯარო ინტერესს შორის.

Zitieren

APA

ბათიაშვილი, Ი. (2022). მედიაციის პროცესი, მისი პრინციპები და გამოწვევები საქართველოში. Alternative Dispute Resolution Yearbook. https://doi.org/10.60131/adr.1.2022.6162

Vancouver

ბათიაშვილი Ი. მედიაციის პროცესი, მისი პრინციპები და გამოწვევები საქართველოში. Alternative Dispute Resolution Yearbook. 2022. doi:10.60131/adr.1.2022.6162

BibTeX
@article{2022,
  author = {ბათიაშვილი, ირინა},
  title = {მედიაციის პროცესი, მისი პრინციპები და გამოწვევები საქართველოში},
  journal = {Alternative Dispute Resolution Yearbook},
  year = {2022},
  doi = {10.60131/adr.1.2022.6162}
}
Kostenlos starten →