EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

ერთი გვარისა და მისი მფლობელობის პრობლემები

უჩა ოქროპირიძე, ასლან მახაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12007 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von უჩა ოქროპირიძე und 1 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

ნაშრომში შესწავლილია ერთი საგვარეულოს (მანელიშვილების) და მათთან დაკავშირებული სხვა მფლობელების ისტორია. ამ გვარის სამფლობელოს საზღვრები ოსმალთა და შემდეგ კი, აქ რუსეთის ბატონობის დამყარების შემდეგ. განხილულია ვახტანგ მეექვსესთან ერთად მათი რუსეთში გადასახლების შედეგები და რუსეთის სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში მათი ლოიალობის გამო მათ მიერ მოღვაწეობასა და სახელმწიფო სამხედრო კარიერაში განვლილი საკმაოდ წარმატებული გზა. მოცემულია მოკლე მიმოხილვა, თუ როგორ განვითარდა რუსეთის იმპერიის კარზე მოღვაწეობა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში და ამასთან, რას მიაღწიეს თავიანთ კარიერასა და საზოგადოებრივ სარბიელზე. პარალელურად გამოკვლეული იქნა მათი მდგომარეობა საკუთარ სამშობლოში, სადაც მათ უეჭველ მფლობელობას, დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, შეექმნა ხელოვნური პრობლემები. რუსთ მფლობელობის ბათუმის ოლქში გავრცელების შემდეგ, ოსმალთ მპყრობელობისას დამტკიცებული მიწების უცილო მფლობელობის საკითხი, თვით 1879 წლის სტამბოლის შეთანხ­მების რუს ჩინოვნიკთაგან დარღვევის გამო, სადავო გახადეს. აღნიშნული საგვარეულოს სხვა მათ თანამფლობელებთან ერთად სასამართლო პროცესებზე მოუწიათ საკუთარი უეჭველი მფლობე­ლობის მტკიცება, და ეს მაშინ, როდესაც რუსული ადმინისტრაცია და ხელისუფლება მოქმედებდა მათთვის დამახასიათებელი უპრინციპო პრინციპით - „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის!“ ამიტო­მაც, ეს სასამართლო დავები მოსარჩლეთათვის არც თუ დიდი წარმატებით დასრულდა. მათ თავია­ნი მიწების მხოლოდ ნაწილზე აღიდგინეს მფლობელობა. ამ შედეგის დადგომაში, ალბათ, თავისი როლი შეასრულა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში ციხისძირის მისადგომებთან განცდილმა ორმა სამხედრო მარცხმა, რომელშიც ადგილობ­რივ­მა მუსლიმანმა ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს. რუსეთის ხელისუფლება ითვალისწინებდა რა ყველაფერ ამას, ცდილობდა ამ რეგიონში ისეთი პირობები შეექმნათ, რომ მის პრივილიგირებულ მაღალ ფენას საკუთარ მიწა-წყალზე თავი მტკიცედ არ ეგრძნო და მისთვის მოულოდნელი, ახალი პრობლემები არ შეექმნა.

Zitieren

APA

ოქროპირიძე, Უ., & მახაძე, Ა. (2026). ერთი გვარისა და მისი მფლობელობის პრობლემები. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12007

Vancouver

ოქროპირიძე Უ, მახაძე Ა. ერთი გვარისა და მისი მფლობელობის პრობლემები. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12007

BibTeX
@article{2026,
  author = {ოქროპირიძე, უჩა and მახაძე, ასლან},
  title = {ერთი გვარისა და მისი მფლობელობის პრობლემები},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12007}
}
Kostenlos starten →