ა რეზისტენტული ინფექციების მქონე ჩირქოვანი ჭრილობების მართვა ბაქტერიოფაგითა და კომბინირებული თერაპიით: სამი კლინიკური შემთხვევის მიმოხილვა
Georgian Medical Journal · 07.05.2026 · 1 (2) · 1-14
DOI: 10.66636/gmj.v1.i2.a117 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift Georgian Medical Journal, online erschienen am 07.05.2026. Verfasst von Irakli Mishidze und 1 weiteren Autor:innen. Die Arbeit nennt 20 Literaturangaben. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY 4.0).
Abstract (Originalsprache)
ანტიმიკრობული რეზისტენტობა მნიშვნელოვნად ართულებს ჩირქოვანი ჭრილობების მართვას, განსაკუთრებით ქირურგიულ პრაქტიკაში, სადაც ბიოფილმები და მრავალრეზისტენტული პათოგენები ამცირებენ სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტიანობას. არსებული გამოწვევების ფონზე იზრდება ინტერესის დონე კომბინირებული თერაპიული მიდგომების მიმართ, რომლებიც აერთიანებს ანტიბიოტიკებსა და ბაქტერიოფაგებს, აგრეთვე ითვალისწინებს ჭრილობის მიკროგარემოს, მათ შორის ექსუდატის მჟავიანობას. კვლევა განხორციელდა რეტროსპექტული ქეის-სერიის დიზაინით და მოიცავდა სამ პაციენტს, რომელთაც აღენიშნებოდათ რეზისტენტული ან რთულად მართვადი ჩირქოვანი ჭრილობის ინფექციები: ანგიოქირურგიული ოპერაციის შემდგომი დანეკროზებული ჭრილობა, ფურნიეს განგრენა და კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომი მედიასტინიტი. ყველა შემთხვევაში განხორციელდა ქირურგიული დებრიდმენტი, სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია და ადგილობრივი ბაქტერიოფაგური თერაპია. ჭრილობის ექსუდატის pH-ის მონიტორინგი მიმდინარეობდა ყოველდღიურად ინდიკატორული მეთოდით. შედეგებმა აჩვენა, რომ სამივე შემთხვევაში დაფიქსირდა ინფექციური პროცესის კონტროლი, ჩირქოვანი ექსუდატის შემცირება და გრანულაციური ქსოვილის ფორმირება. საწყის ეტაპზე ჭრილობის გარემო იყო ალკალური, თუმცა მკურნალობის პროცესში pH თანდათანობით ნორმალიზდა, რაც კორელაციაში იყო კლინიკურ გაუმჯობესებასთან. კომბინირებული თერაპიის ფონზე მიღწეული იქნა სრული კლინიკური გამოჯანმრთელება და შემდგომი რეკონსტრუქციული ჩარევის შესაძლებლობა. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაქტერიოფაგის ინტეგრირება სტანდარტულ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად წარმოადგენს პერსპექტიულ მიდგომას რთული და რეზისტენტული ინფექციების მართვაში. ამასთან, ჭრილობის pH-ის მონიტორინგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც თერაპიული პროცესის შეფასების დამატებითი ინსტრუმენტი. აღნიშნული მიდგომა საჭიროებს შემდგომ კვლევებს ფართომასშტაბიანი კლინიკური მტკიცებულებების შესაქმნელად.
Zitieren
APA
Mishidze, I., & Chanishvili, N. (2026). ა რეზისტენტული ინფექციების მქონე ჩირქოვანი ჭრილობების მართვა ბაქტერიოფაგითა და კომბინირებული თერაპიით: სამი კლინიკური შემთხვევის მიმოხილვა. Georgian Medical Journal, 1(2), 1-14. https://doi.org/10.66636/gmj.v1.i2.a117
Vancouver
Mishidze I, Chanishvili N. ა რეზისტენტული ინფექციების მქონე ჩირქოვანი ჭრილობების მართვა ბაქტერიოფაგითა და კომბინირებული თერაპიით: სამი კლინიკური შემთხვევის მიმოხილვა. Georgian Medical Journal. 2026;1(2):1-14. doi:10.66636/gmj.v1.i2.a117
BibTeX
@article{Mishidze2026,
author = {Mishidze, Irakli and Chanishvili, Nina},
title = {ა რეზისტენტული ინფექციების მქონე ჩირქოვანი ჭრილობების მართვა ბაქტერიოფაგითა და კომბინირებული თერაპიით: სამი კლინიკური შემთხვევის მიმოხილვა},
journal = {Georgian Medical Journal},
year = {2026},
volume = {1},
number = {2},
pages = {1--14},
doi = {10.66636/gmj.v1.i2.a117}
}
EUVIMED