სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის სამართლებრივ-სტრუქტურული და ინსტიტუციური რეჟიმი ევროკავშირში
BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)
DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12038 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ანა-მარია კომშა. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).
Abstract (Originalsprache)
გლობალიზაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულებრივი საქმიანობის ინტენსიფიკაციის კონტექსტში, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გახდა ფუნდამენტური კომპონენტი ევროპულ სივრცეში უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად. ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სხვა ფორმების გავრცელებამ მოითხოვა ეროვნულ სასამართლო ორგანოებს შორის ეფექტიანი კოლაბორაციის მექანიზმების შემუშავება. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო თანამშრომლობის სფეროში - საერთაშორისო კონვენციებზე დაფუძნებული სისტემიდან გადავიდა თანმიმდევრულ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ეყრდნობა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ორმხრივი (ურთიერთ) აღიარების პრინციპს. ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტების მიღებით, როგორიცაა ევროპული დაპატიმრების ორდერი (EAW) და გამოძიების ევროპული ორდერი (EIO), წევრმა სახელმწიფოებმა შეძლეს ექსტრადიციის, მტკიცებულებათა გაცვლისა და სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში თანამშრომლობის პროცედურების გამარტივება და გაუმჯობესება. ცენტრალური კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის ფარგლებში სასამართლო თანამშრომლობას, არის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ურთიერთაღიარების პრინციპი. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ ერთი წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღიარებული და აღსრულებული სხვების მიერ, დამატებითი ვალიდაციის (კანონიერების დადასტურების) პროცედურის საჭიროების გარეშე. ევროპული დაპატიმრების ორდერი ამ პრინციპის გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია, რაც წევრ სახელმწიფოებს შორის ეჭვმიტანილთა სწრაფი გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.
Zitieren
APA
კომშა, Ა. (2026). სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის სამართლებრივ-სტრუქტურული და ინსტიტუციური რეჟიმი ევროკავშირში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12038
Vancouver
კომშა Ა. სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის სამართლებრივ-სტრუქტურული და ინსტიტუციური რეჟიმი ევროკავშირში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12038
BibTeX
@article{2026,
author = {კომშა, ანა-მარია},
title = {სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის სამართლებრივ-სტრუქტურული და ინსტიტუციური რეჟიმი ევროკავშირში},
journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
year = {2026},
volume = {4},
number = {2},
doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12038}
}
EUVIMED