EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

შეერთებული შტატების მიერ ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან 1996-2002 წლებში

თამაზ დავითაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12026 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von თამაზ დავითაძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

ოფიციალურ ვაშინგტონს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასიის რე­გიონთან ურთიერთობის პოლიტიკურ კურსში თავისი ინტერესები ჰქონდა. ძირითადად მისი ფორ­მულირება შემდეგგვარია: ა) რეგიონში შემავალ ქვეყნებში დამოუკიდებლობისა და დემოკრატიუ­ლი ფასეულობების განმტკიცებით, შეერთებული შტატები კავკასიაში რუსეთის გავლენას შეა­სუს­ტებდა, თავისი გავლენების გაფართოების ხარჯზე; ბ) კონტროლს გაუწევდა ირან-რუსეთის ბა­ლანსს. ამ ორი ქვეყნის ალიანსი, კონტროლის გარეშე შეუზღუდავად, ოფიციალური ვაშინგტო­ნისთ­ვის მეტად სახიფათო იყო; გ) არ მისცემდა რუსეთს ენერგეტიკული რესურსების ერთპიროვნულად მართვის საშუალებას, კასპიის რეგიონის ენერგო რესურსების ტრანზიტის დივერსიფიკაცია; გააძლიერებდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებას და რეგიონს თავისი სტრატეგიული მოქმედებების პლაცდარმად გადააქცევდა. „ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები, დარჩნენ ფრთხილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდედ, საწყის ეტაპზე კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობისას, მათთვის სხვადასხვა გარე­მოე­ბების გამო, პირველ ეტაპზე მთავარ პრიორიტეტს ბალტიისპირეთის ქვეყნები წარმოად­გენდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოებიც, მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირის შემავალ ყველა მოკავშირე სახელ­მწიფოში, დემოკრატიული ფასეულობებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და რუსეთის საქ­მეთა სპეაციალური ასისტენტი ფიონა ჰილი აღნიშნავს, რომ ბილ კლინტონის მმართველობის დროს ვაშინგტონის ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი სტრატეგიული გახდა, რაც ახა­ლი დამოუკიდებელი ქვეყნების თავისუფლების პირველ წლებში არ იყო და აშშ-ის ინტერესის სფეროში ენერგოსექტორი მოექცა. სტატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება იწყება, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

Zitieren

APA

დავითაძე, Თ. (2026). შეერთებული შტატების მიერ ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან 1996-2002 წლებში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12026

Vancouver

დავითაძე Თ. შეერთებული შტატების მიერ ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან 1996-2002 წლებში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12026

BibTeX
@article{2026,
  author = {დავითაძე, თამაზ},
  title = {შეერთებული შტატების მიერ ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან 1996-2002 წლებში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12026}
}
Kostenlos starten →