EUVIMEDEUVIMED entdecken
Crossref

დავით და კონსტანტინე მხეიძეები (ძიებაჲ ალაგისა მარტვილობისაჲ)

სტივენ ჯონსი, გრიგოლ ქობალიანი

Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library · 30.09.2025 · 16 · 279-286

DOI: 10.61491/yk.16.2024.9405 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, online erschienen am 30.09.2025. Verfasst von სტივენ ჯონსი und 1 weiteren Autor:innen.

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

729-730 წლებში კავკასიაში 120-ათასიანი ლაშქრით მასლამას ბიძაშვილი მურვან იბნ მუჰამედი შემოიჭრა. ქართველებმა მას ყრუ, ხოლოსომხებმა ავანაშარ - ამაოხრებელი შეარქვეს. ქართლის მოოხრების შემდეგ ისინი დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ, დაარბიეს ეგრისი და ციხეგოჯი, შეიპყრეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები და ბოლოს ანაკოფიის ციხეს მიადგნენ, სადაც თავს აფარებდნენ ქართლის ერისმთავრები – მირი, არჩილი და აფხაზთა ერისთავი ლეონი. ცოტა სხვაგვარად აქვს აღწერილი ეს ამბავი ივანე ჯავახიშვილს, ეყრდნობა რა ჯუანშერის სიტყვებს, ხოლო არაბ, სომეხ და ბიზანტიელ ისტორიკოსებს ამ ლაშქრობის შესახებ არაფერი აქვთ ნათქვამი, რომ გამორკვეულიყო ზემოთ მოყვანილი ამბავი.პირველად ეს ტექსტი შეისწავლა მ. საბინინმა და დაბეჭდა კიდეც წიგნში „საქართველოს სამოთხე“. ამის შემდეგ ტექსტი რამდენჯერმეგამოიცა კ. კეკელიძის, ს. ყუბანეიშვილისა და სხვათა მიერ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რამე მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის არ არის. ჩვენი მიზანია, არსებული ტექსტის (ტექსტების) საფუძველზე დავადგინოთ დავით და კონსტანტინეს წამების ადგილი.შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ დავით და კონსტანტინე აწამეს რიონის სანახებში და ,,გვამნი მათნი გადააგდეს ტბასა შინა (რომელიცშეექმნა მძლავრსა მდინარესა რიონს), ხოლო ტბის ზემოთ მდებარეობდა კოზმან და დამიანეს ტაძარი.მდინარე რიონის დღევანდელი კალაპოტი არ გვაძლევს საშუალებას მოვიძიოთ ტბა, რომელიც, ჩვენი აზრით, ყურე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძველ სურათებში, რომელთა მოძიებაც მოხერხდა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, კარგად ჩანს ტბაც და სხვა ლოკაციებიც. ეს ნაგებობანი XIX ს-ის 30-იან და XX ს-ის 10-იან წლებშია აშენებული და ყველგან, ცენტრში, ფიგურირებს ტბა, „რომელი შეექმნა მძლავრსა მდინარესა რიონს“. ე.ი. ჯერ კიდევ 1914 წელს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ამჟამად სააპელაციო სასამართლო, სინაგოგა, წმ. გიორგის ტაძარი და მწვანეყვავილაა, არსებობდა უცნობი ავტორის მიერ მოხსენიებული ტბა, რომელიც მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ დაისილა და გაქრა, თუმცა კონტურები დღემდე შეინიშნება ხერთვისისა;ანუ მშრალი, ხმელი ადგილი, სადაც გაირიყა წმინდანთა ნეშტები, დღემდე შემონახულია დღევანდელი სააპელაციო სასამართლოს ქვემოთ.ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე ეჭვს არ იწვევს, თუ სად ეწამა დავით და კონსტანტინე და როგორი იყო არცთუ შორეულ წარსულში მდინარე რიონის აღნიშნული ტერიტორია; თამამად შეგვიძლია მივუთითოთ „ალაგი მარტვილობისაჲ,“ რომელიც მდებარეობს თანამედროვე სააპელაციო სასამართლოს (რიონის მხრიდან), ქვემოთ მარჯვენა კუთხესთან, სინაგოგასა და წმინდა გიორგის ტაძრებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ცენტრშიც მდებარეობს ე.წ. ტბა.

Zitieren

APA

ჯონსი, Ს., & ქობალიანი, Გ. (2025). დავით და კონსტანტინე მხეიძეები (ძიებაჲ ალაგისა მარტვილობისაჲ). Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, 16, 279-286. https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9405

Vancouver

ჯონსი Ს, ქობალიანი Გ. დავით და კონსტანტინე მხეიძეები (ძიებაჲ ალაგისა მარტვილობისაჲ). Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library. 2025;16:279-286. doi:10.61491/yk.16.2024.9405

BibTeX
@article{2025,
  author = {ჯონსი, სტივენ and ქობალიანი, გრიგოლ},
  title = {დავით და კონსტანტინე მხეიძეები (ძიებაჲ ალაგისა მარტვილობისაჲ)},
  journal = {Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library},
  year = {2025},
  volume = {16},
  pages = {279--286},
  doi = {10.61491/yk.16.2024.9405}
}
Kostenlos starten →