EUVIMEDEUVIMED felfedezése
Crossref

საირიგაციო წყლის ნორმების დადგენა ალუვიური ნიადაგისათვის კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე

კევლიშვილი, მანანა, შავაძე, ლევანი, ნადირაძე, თამარი, სულხანიშვილი, ნიკოლოზი, Kevlishvili, Manana, Levan Shavadze, Tamar Nadiradze and 1 more

Open Science · 2024-01-01

DOI: 10.48616/openscience-185 ↗

At a glance

Journal article in Open Science, published on 2024-01-01. Written by კევლიშვილი and 12 co-authors.

AbsztraktSubjectsBibliográfiai adatokCite

Abstract (original language)

წყალი ნიადაგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ მობილური შემადგენელი ნაწილია. წყლის მონაწილეობით ხორციელდება გამოფიტვის, ორგანული ნარჩენების ჰუმიფიკაციის და მინერალიზაციის პროცესები. წყალი ნიადაგში წარმოდგენილია ნიადაგური ტენის რამდენიმე სახით, რომელიც წარმოადენს მიკროორგანიზმების და უმაღლესი მცენარეების სიცოცხლის საფუძველს. მცენარეების და ნიადაგური მიკროორგანიზმების ნორმალური განვითარება შეუძლებელია ტენის საკმარის რაოდენობის გარეშე. 1 გრამი მშრალი ნივთიერების შესაქმნელად მცენარე ხარჯავს 200-დან 1000-გრამამდე წყალს. ნიადაგში ტენის დინამიკა დამოკიდებულია ნიადაგურ ტიპსა და ნიადაგთწარმოქმნის პროცესზე. ალუვიური ნიადაგეები ყოველთვის გამოირჩეოდა ტენის განსაკუთრებული შემცველობით, რაც განაპირობებდა ამ ნიადაგზე მრავალი სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანას. კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ნიადაგის ტენის დინამიკის მიმართ, ტენის არარაციონალური რაოდენობის და არათანაბარი გადანაწილების შედეგად მივიღეთ ზოგიერთ ნიადაგში ტენის მნიშვნელოვანი დეფიციტი, ხოლო ზოგიერთში კი- სიჭარბე. სამეცნიერო კვლევის მიზანია ალუვიურ ნიადაგზე ტენის რაოდენობის განისაზღვრა. ტენის რაოდენობის მიხედვით კი განისაზღვრა ნიადაგში ტენის მარაგი და ფორმები. ამის შედეგად კი დადგინდა ნიდაგში როგორც ფაქტიური ტენის რაოდენობა, ასევე მაქსიმალურ მოლეკულური და მაქსიმალურ ჰიგროსკოპიული წყლის რაოდენობა. ტენის აღნიშნული ფორმების და მარაგის განსაზღვრის შედეგად განისაზღვრა თუ რა რაოდენობის ტენია საჭირო ალუვიური ნიადაგის ტენით სრული უზრუნველყოფისათვის. ალუვიურ ნიადაგზე შესწავლილ იქნა ერთწლიანი (ხორბალი, სიმინდი) და მრავალწლიანი (ვაზი ზრდასრული და ნერგი) კულტურების მოთხოვნილება ტენზე, განისაზღვრა ამ კულტურების ჭკნობის ტენი და ბოლოს საირიგაციოდ საჭირო ტენის რაოდენობა. ნიადაგის წყლის ნორმების განსაზღვრამდე აღწერილ იქნა ალუვიური ნიადაგის ჭრილი განსხვავებული მდებარების მიხედვით, შესწავლილ იქნა აღნიშნული ნიადაგების ფიზიკოქიმიური მონაცემები. სამეცნიერო ნაშრომში განხილულია საირიგაციო წყლის ნორმები და ირიგაციის განხორციელების ვადები მარცვლეულ და ვაზის კულტურისათვის. ეს მონაცემი შეიცვალა კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე.

Subjects

irrigation water quality standardsalluvial soilsclimate changewater qualitysoil salinizationwaterloggingsoil aerationsoil microbessoil faunasoil organisms

Cite

APA

კევლიშვილი, მანანა, შავაძე, ლევანი, ნადირაძე, თამარი, სულხანიშვილი, ნიკოლოზი, Kevlishvili, Manana, Shavadze, L., Nadiradze, T., & Sulkhanishvili, (2024). საირიგაციო წყლის ნორმების დადგენა ალუვიური ნიადაგისათვის კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე. Open Science. https://doi.org/10.48616/openscience-185

Vancouver

კევლიშვილი, მანანა, შავაძე, ლევანი, ნადირაძე, თამარი, et al. საირიგაციო წყლის ნორმების დადგენა ალუვიური ნიადაგისათვის კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე. Open Science. 2024. doi:10.48616/openscience-185

BibTeX
@article{2024,
  author = {კევლიშვილი and მანანა and შავაძე and ლევანი and ნადირაძე and თამარი and სულხანიშვილი and ნიკოლოზი and Kevlishvili and Manana and Shavadze, Levan and Nadiradze, Tamar and Sulkhanishvili,},
  title = {საირიგაციო წყლის ნორმების დადგენა ალუვიური ნიადაგისათვის კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე},
  journal = {Open Science},
  year = {2024},
  doi = {10.48616/openscience-185}
}
Start for free →