EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-SA 4.0

ოსმალური თიხის ჩიბუხები პეტრას ციხიდან

გიორგი თავამაიშვილი

აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე · 21.12.2022 · 5 (2) · 226-247

DOI: 10.61671/hos.5.2022.5948 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, online erschienen am 21.12.2022. Verfasst von გიორგი თავამაიშვილი. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitieren

Abstract (Originalsprache)

თქვენ წინაშე წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ორ­იგინა­ლურ კერამიკულ ნაკე­თ­ო­ბებს - თამბაქოს მოსაწევ თიხის ჩიბ­უხ­ებს, რომლებიც მრა­­ვ­ლადაა აღმოჩენილი ქართული მატ­ე­რ­ია­ლ­ური კულტურის ძეგლების, განსაკუთრე­ბ­ით სამხედრო - სტრ­ა­ტ­­ეგიული ობიექ­ტე­ბის - ციხესიმაგრეების გათხრების დროს. აღნ­­ი­­შ­­ნ­ული არტეფაქ­ტ­ე­­ბის ასეთ სპეციფიკურ გარემოში მიკვ­ლ­ევის ფაქტი არ არის გასაკ­ვი­რი, რადგან, როგორც ევ­რ­ოპის, ასევე აღმოსავ­ლ­ეთის ქვე­ყ­ნ­ე­ბ­ში, თამბაქოს (მათ შორის - ჩიბუხის) აქტ­ი­ურ მომხ­მ­ა­­­რე­ბ­ლ­ებად, მეტწილად, სამ­ხ­ე­დრო მოსამ­სა­ხურეები გვევლინებიან. ამ კონტექსტში გამ­ო­ნ­აკლისი არც ჩვე­ნი რეგი­ო­ნია. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს ზღვის­პი­რ­ე­თის ისტორიული ძეგლის - პეტრას ცი­ხის ტერიტორიაზე აღმ­ო­ჩ­­ენილი თამბაქოს მოსაწევი ოს­მალური თიხის ჩიბ­უხე­ბი, რო­მლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეო­ლოგ­ი­უ­­­­რი ექს­პე­დიციის სხვადა­სხ­ვა თა­ო­ბის მი­ერ 1964 და 1985 წლებში იყო აღმოჩენილი. აღნიშნული არტეფაქტების კვლევა საინტერესოა და აქტ­უ­ა­ლურიც, რადგან, დღე­ს­აც, ქართველ არქეოლოგთა შორის გა­რ­კვეული აზრთა სხვადასხვაობაა ჩვენ ქვე­ყ­ა­­ნ­აში თა­მ­ბაქ­ოს მოსა­წევი ოსმალური თიხის ჩი­ბ­უ­ხების გავრცელების საწყისს პერიო­დთან და­კ­ა­ვ­ში­რ­­­ებ­ით, რაც, არცთუ იშვიათად, არაერთ­გ­­ვ­ა­როვნად აისახება არათუ ჩიბუხების, არამედ თა­ნ­მ­ხ­ლ­­ები მა­­სა­ლის დათა­რიღების პროცესში. ევროპელ და თურქ მკვლევართა ნაშრომების გა­ც­ნ­­ობის შემდეგ, ჩვენ უფრო მე­ტი საფუძველი გვაქვს თამბ­ა­­ქოს მო­საწევი ოსმა­ლ­ური თი­ხ­ის ჩიბუხების გა­მ­ოჩენა საქ­ა­რ­თ­ველოს ტე­რ­ი­ტ­ო­რიაზე XVII სა­უ­კ­უნის მეორე ნა­ხ­ევ­რი­დ­ან ვი­ვა­რაუდოთ, რო­დ­ესაც სულ­თა­ნ იბრა­ჰ­ი­მ­ I-ს დროს, ნა­წი­ლ­ო­ბ­რ­ივ გა­უქმდა შე­­ზღუდვა თა­მ­­ბ­ა­ქოს მოხმარებაზე. ამ ვარაუდს ამყარ­ებს საქარ­თ­ვ­ელოს გვიანი შუა­საუ­კუ­ნე­ების ძეგლებ­ზე მიკვლეული არქეო­ლ­ოგიური მა­ს­ა­ლა, სადაც მხო­ლოდ მცი­რე ნაწ­ილს შე­ად­გენს XVII სა­უ­კუნის ნიმუშები, ხოლო მეტი წილი მო­დ­ის XVIII-XIX საუ­კ­უ­ნეების ნაკეთობებზე. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხები ყველაზე დი­დი რაოდენობით აღმოჩენილია გონ­იო-აფსაროსის და პეტრას ციხის ტერიტორიაზე, სა­დ­აც, კონ­კ­რ­ეტულ პერიოდში, ოსმალური ელემენტი იყო წარმოდგენილი, რეა­ლური სიტ­უ­­­­­­­­­ა­ცი­იდან გამომდინარე, რეგლამენტირებული (სამხედრო სამსახური), მაგრამ ცხოვრების ტრადიციული წესის ნიშნებით. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური მასალა უფრო მრავალ­რი­ცხოვანი და მრავალფეროვანია, რადგან ოსმალებმა ციხე გაცილებით ადრე დაიკავეს და უფრო დიდხანსაც „შემო­რჩენ“, ვიდრე პეტრა-ციხისძირში. შესაბამისად, თუ გონიო-აფ­ს­ა­­რ­­­ო­ს­ში აღმოჩენილი თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხების ასაკი XVII-XIX საუკუნეებით გა­ნ­ი­­საზღვრება, პეტრას ციხეზე მიკვლეული მსგავსი არ­ტ­ეფ­ა­ქ­ტები XVIII-XIX საუკუ­ნ­ე­ე­ბით თა­­­­რიღდება, რაც, სრულ ქრონოლოგიურ თანხვედრაშია ისტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში მითითე­ბ­ულ პეტრა-ციხისძირში ოსმალთა „მოღვაწეობის“ პერიოდთან.

Zitieren

APA

თავამაიშვილი, Გ. (2022). ოსმალური თიხის ჩიბუხები პეტრას ციხიდან. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, 5(2), 226-247. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5948

Vancouver

თავამაიშვილი Გ. ოსმალური თიხის ჩიბუხები პეტრას ციხიდან. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე. 2022;5(2):226-247. doi:10.61671/hos.5.2022.5948

BibTeX
@article{2022,
  author = {თავამაიშვილი, გიორგი},
  title = {ოსმალური თიხის ჩიბუხები პეტრას ციხიდან},
  journal = {აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე},
  year = {2022},
  volume = {5},
  number = {2},
  pages = {226--247},
  doi = {10.61671/hos.5.2022.5948}
}
Kostenlos starten →