EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-SA 4.0

ბაირონის რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა

მალხაზ ბალაძე

აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე · 21.12.2022 · 5 (2) · 195-209

DOI: 10.61671/hos.5.2022.5945 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, online erschienen am 21.12.2022. Verfasst von მალხაზ ბალაძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitieren

Abstract (Originalsprache)

ლიტერატურათმცოდნეობაში ცნობილია, რომ რომანტი­კ­ული ლიტერა­ტურის სულიერი საზრდო ქრისტიანული მსოფ­ლმხედველობა იყო. ამიტომაც, ბაირონის შემ­ო­­ქმედების საკვლევ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა რელიგი­ურმა პრობლემატიკამ, რადგან იგი ხშირად მიმართავდა ბიბლ­იურ თემებს. ზოგადად, ამ თემების გამოყენება მსოფლიო ხელოვნებასა თუ ლიტერ­ატურაში თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკის ერთ-ერთი ძირითადი საკი­თხია. ამას ისიც განაპირობებს, რომ ბოლო ხანებში გაიზარდა ინტერესი ევროპული კულტურის სულ­­იერი საფუძვლების მიმართ. განსაკუთრებით მე-20 საუკ­უ­ნის ოცდაათიანი წლების შემდეგ ინგლისსა და ამერიკაში ბაი­რონის შემოქმედების როგორც რელი­გიური, ასევე ფილოს­ო­ფი­ური საკითხები კვლევის საგნად იქცა. მოცემული თემა ამ დიდი საკითხის მოკლედ განხილვის მცდელობას წარმოადგენს. ასევე, საინტერესო იქნება ზოგიერთი პარალელი ქართულ რომა­ნტიზ­მთან. ბაირონის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევრები მივიდნენ დასკვ­ნამდე, რომ პოეტის შეხედულებები რელიგიის შესახებ არ ატარებდა სისტემურ ხასიათს, იგი იხრებოდა კალვ­ინიზმისკენ და დეისტური მსოფლმხედველობით იყო ნასაზრ­დ­ო­ები. ამასთან ერთად, იგი არასდროს წყვეტდა კავშირს სკეპტ­იციზმსა და რაციონალიზმთან, თუმცა, ამავე დროს, მან უარყო ვოლტერისეული მშრალი რაციონალიზმი. ძირითადი ფაქტ­ო­რები, რომელმაც განაპირობა პოეტის რელიგიურ-ფილოსოფიურ შეხედუ­ლე­ბათა არამყარი და რთული განვითარება, იყო ბაირ­ონის მაღალი ინტელექტუალიზმი და ამ კუთხით მისი აქტი­ვ­ობა. ასევე, დიდი როლი ითამაშა საბუნებისმეტყველო მეცნ­იერებებმა, მათმა მიღწევებმა და იმ ეპოქის რაციონალისტურმა სულმა. ბაირონი ყოველთვის ცდილობდა იმის დაჯერებას, რომ სამყარო მოწესრიგ­ებ­ულია და, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილი. შემდეგ კი მთელი ემოციითა და სიბრაზით ეძებდა წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემას. ბაირონს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწამდა რწმენის აუცილებლობა ადამ­იანისათვის, რომელიც მას ეხმარებოდა მორ­ალური სისავსისა და სამყაროს საყრდენი ძალის გაცნობი­ერ­ებ­აში. იგი არ იყო მართმადიდებელი ქრისტიანი. ინტელ­ექტუა­ლ­ური პატიოსნებისა და გონების ცნობისმოყვარეობის გამო პოეტი იძულებული იყო მიემართა სხვადასხვა რელიგურ-ფილ­ო­სო­ფ­იური და ეთიკური დოქტრინების ანალიზისათვის, რომ­ლებიც ვერ იძლეოდნენ მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხებს წამო­ჭ­რილ ონტოლოგიურ კითხვებზე. ამ საკითხის მხატვ­რუ­ლად გად­ა­წყვეტის მიზ­ნით პოეტი ქმნის ყოფიერების არსისა და ადმ­იანის ურთიერთქმედების მისთვის უნივერსალურ მოდელს. ასევე ნაშრომში საინტერესო სურათს იძლევა ბაირონის შემოქმედების შედარება ქართველ რომანტიკოსებთან.

Zitieren

APA

ბალაძე, Მ. (2022). ბაირონის რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, 5(2), 195-209. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5945

Vancouver

ბალაძე Მ. ბაირონის რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე. 2022;5(2):195-209. doi:10.61671/hos.5.2022.5945

BibTeX
@article{2022,
  author = {ბალაძე, მალხაზ},
  title = {ბაირონის რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემატიკა},
  journal = {აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე},
  year = {2022},
  volume = {5},
  number = {2},
  pages = {195--209},
  doi = {10.61671/hos.5.2022.5945}
}
Kostenlos starten →