EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-SA 4.0

ისლამური ფაქტორი კოსოვოს კრიზისში

ლევან ტარიელაძე

აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე · 21.12.2022 · 5 (2) · 151-163

DOI: 10.61671/hos.5.2022.5941 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, online erschienen am 21.12.2022. Verfasst von ლევან ტარიელაძე. Die Arbeit wurde bisher 1-mal zitiert (Crossref). Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitieren

Abstract (Originalsprache)

,,ცივი ომის’’ დასრულებამ, საფუძველი დაუდო მნიშვნე­ლოვან პოლიტიკურ პროცესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთებით კი ევროპაში, სადაც ბევრმა ქვეყანამ განიცადა ტერ­იტორიული ცვლილებები, ზოგიც კი საერთოდ ახალად ჩამ­ოყალიბდა. აღნიშნული პროცესებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ყოფილი იუგოს­ლავიის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები, სადაც დეზ­ინტეგრაციული პროცესები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არნახული სისასტიკითა და ტრაგედიებით განვითარდა. ექვსი რესპუბლიკის და ორი ავტონომიური პროვინციისგან (კოსოვო და ვოევოდინა - სერბეთის შემადგენლობაში) შემდგარ იუგოსლ­ავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური განსხვავებების ნიადაგზე, ევროპის შუაგულში განვითარებულმა ჰუმანიტარულმა კატასტ­როფამ შეძრა მთელი ევროპა და მსოფლიო. იუგოსლავიის ომებიდან, თავისი სისასტიკით, მასშტაბ­ურ­ო­ბითა და საერთაშორისო ჩართულობით, გამორჩეულია კოსო­ვოს მოვლენები, რომელიც „ცივი ომის“ შემდგომი მსოფლიო პოლიტიკის განსაკუთრებული და შეიძლება ითქვას ყველაზე რეზონანსული მოვლენაა, რომლის განვითარებასა და შინაარსზე მრავალი ფაქტორი ახდენდა გავლენას. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გახლდათ ისლამური ფაქტორი, ვინაიდან კოსოვოს მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენდნენ ეთნიკურად ალბანელი მუსლიმები. ისლამი ფართოდაა გავრცელებული ბალკანეთში, ამ რეგიონში ყოველთვის იყო გამორჩეულად რთული ეთნო-რელ­იგიური სურათი. კრიზისის ესკალაციამ კოსოვოში აიძულა მახ­ლობელი აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოები გაეტარ­ებ­ინათ ფორსირებული საგარეო პოლიტიკა რეგიონში. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დაიწყეს მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადების მიმართვა ბალკანეთში. ამოქმედდნენ საქველმოქმედო ფონდები და ორგანიზაციები. ისეთი როგორებიცაა „ალ ჰარამეინი“, „კოს­ო­ვოს და ჩეჩნეთის დახმარების კომიტეტი“, „კოსოვოს დახმა­რ­ების კომიტეტი“ და სხვა. შედეგად ისლამი ბალკანეთში გახდა სერიოზული პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდ­ენს რეგიონის თანამედროვე საერთაშორისო ურთიე­რთობებზე.

Zitieren

APA

ტარიელაძე, Ლ. (2022). ისლამური ფაქტორი კოსოვოს კრიზისში. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, 5(2), 151-163. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5941

Vancouver

ტარიელაძე Ლ. ისლამური ფაქტორი კოსოვოს კრიზისში. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე. 2022;5(2):151-163. doi:10.61671/hos.5.2022.5941

BibTeX
@article{2022,
  author = {ტარიელაძე, ლევან},
  title = {ისლამური ფაქტორი კოსოვოს კრიზისში},
  journal = {აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე},
  year = {2022},
  volume = {5},
  number = {2},
  pages = {151--163},
  doi = {10.61671/hos.5.2022.5941}
}
Kostenlos starten →