EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

ანტიკური ტრაგედიიდან თანამედროვე დრამამდე: მედეას პერსონაჟის რეკონსტრუქცია პაატა ციკოლიას პიესაში

თათია დავითაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12064 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von თათია დავითაძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

პაატა ციკოლია რეჟისორია, რომლის ბიოგრაფიას მიეკუთვნება არაერთი ექსპე­რი­მენტული სპექტაკლის დადგმა. შეიძლება ითქვას, რომ ავტორი ყველაზე უფრო რადიკალური მედეას მიმართაა, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის საკითხი, მითო­სუ­რი არქეტიპები და ა. შ. მას უფრო აინტერესებს, ზოგადად, თანამედროვე ევროპული ლიტერატურის აქტუალური პრობლემები: ემიგრანტის მდგომარეობა უცხო ქვეყანაში, გენდერული უთანასწორობა და სხვ. პიესაში მოქმედება იწყება კოლხეთის მთებში; უკვე გარდაცვლილია მეფე აიეტი, 40 წელია გასული მედეას ამბიდან, მაგრამ ის არავის დავიწყებია, ახსოვთ მისი ხმა და კივილი: ,,ეს მე ვარ, მედეა!’’ პიესის მთავარი სიუჟეტური სიახლე ისაა, რომ მედეა სამსჯავროზე გაჰყავთ საკუთარ ოჯახის წევრებს; საშინლად დამცირებული მედეა, შერცხვენილი მთელი კოლხეთის წინაშე, განიზრახავს შურისძიებას მთელ სამყაროზე; მედეა არ არის იასონზე შეყვარებული ქალი და არც იასონს გაუ­ტა­ცებია ოქროს საწმისი, პირიქით, მედეა, რომელიც დაუპირისპირდა მამას და ძმას, გაიქცა კოლ­ხეთიდან და მან თან წაიღო საწმისიც მათ დასასჯელად; მისი მიზანია მისი ოჯახის განადგურება და კოლხეთის დამხობა, ძველი დიდების წართმევა. ავტორი მედეას მიმართ დაუნდობელია, უფრო მეტიც - ცინიკური და სარკასტული. მედეა მისთვის სასტიკი მკვლელია: „ეს მე ვარ, მედეა, სასტიკი მკვლელი“.

Zitieren

APA

დავითაძე, Თ. (2026). ანტიკური ტრაგედიიდან თანამედროვე დრამამდე: მედეას პერსონაჟის რეკონსტრუქცია პაატა ციკოლიას პიესაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12064

Vancouver

დავითაძე Თ. ანტიკური ტრაგედიიდან თანამედროვე დრამამდე: მედეას პერსონაჟის რეკონსტრუქცია პაატა ციკოლიას პიესაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12064

BibTeX
@article{2026,
  author = {დავითაძე, თათია},
  title = {ანტიკური ტრაგედიიდან თანამედროვე დრამამდე: მედეას პერსონაჟის რეკონსტრუქცია პაატა ციკოლიას პიესაში},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12064}
}
Kostenlos starten →