1951-1952 წლების დეპორტაციების კვალი აჭარის არქივში: ბიუროკრატია, საქმის წარმოება და ლოკალურობა
BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)
DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.12015 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von დავით ჯიშკარიანი und 1 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).
Abstract (Originalsprache)
სტატიაში მოკლედ არის განხილული საბჭოთა საქართველოში 1940-იანი წლებიდან 1950-იანი წლების დასაწყისამდე განხორციელებული მასობრივი დეპორტაციების ისტორია, მათ შორის 1941 წელს – ეთნიკური გერმანელების, 1944 წელს – ქურთების, აზერბაიჯანელებისა და ე.წ. „თურქი-მესხების“, ხოლო 1949 წელს – ბერძნების, თურქებისა და სხვა ჯგუფების გასახლებათა პროცესები. აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს რეპრესიები განპირობებული იყო როგორც უსაფრთხოების მოტივებით, ასევე საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკით „არასაიმედო“ ელემენტების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპერაცია „ვოლნას“ (1951) და მის გავლენას აჭარის მოსახლეობაზე, სადაც დეპორტაციის ძირითად მიზეზად სახელდება საზღვარგარეთ ნათესაური კავშირები და პოლიტიკური უნდობლობა. სტატიაში გამოყენებულია როგორც ცენტრალური, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის მასალები, განსაკუთრებით, ბათუმის რაიონის საფინანსო განყოფილების ფონდის დოკუმენტები, რომლებიც ასახავს დეპორტირებულთა ქონების აღწერისა და შეფასების პროცესს. დოკუმენტების ანალიზი ცხადყოფს ბიუროკრატიულ მიდგომას, ემოციური კომპონენტის არქონას და ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვან როლს ქონების კონფისკაციასა და შეფასებაში. ნაშრომი აჩვენებს, რომ ადგილობრივი არქივები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს რეპრესიების სოციალური და ეკონომიკური შედეგების შესასწავლად. კვლევა ხაზს უსვამს აღნიშნული პერიოდის არასაკმარის შესწავლილობას და შემდგომი მუშაობის საჭიროებას.
Zitieren
APA
ჯიშკარიანი, Დ., & ჯიბაშვილი, Ო. (2026). 1951-1952 წლების დეპორტაციების კვალი აჭარის არქივში: ბიუროკრატია, საქმის წარმოება და ლოკალურობა. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12015
Vancouver
ჯიშკარიანი Დ, ჯიბაშვილი Ო. 1951-1952 წლების დეპორტაციების კვალი აჭარის არქივში: ბიუროკრატია, საქმის წარმოება და ლოკალურობა. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.12015
BibTeX
@article{2026,
author = {ჯიშკარიანი, დავით and ჯიბაშვილი, ოლეგ},
title = {1951-1952 წლების დეპორტაციების კვალი აჭარის არქივში: ბიუროკრატია, საქმის წარმოება და ლოკალურობა},
journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
year = {2026},
volume = {4},
number = {2},
doi = {10.61671/bsrcc.v4i2.12015}
}
EUVIMED