EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

ჩურუქ-სუს საბაჟო

მერაბ მეგრელიშვილი, ნიკოლოზ მეგრელიშვილი

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.11983 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von მერაბ მეგრელიშვილი und 1 weiteren Autor:innen. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitieren

Abstract (Originalsprache)

1878 წლის 8 ოქტომბრიდან, რუსების მიერ ბათუმის შემოერთების შემდეგ საფუ­ძველი ეყრება თავისუფალ, ღია, სავაჭრო ნავსადგურს (პორტო-ფრანკო). საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის წესებს დაუქვემდებარეს ბათუმის საუწყებო ნავსადგურის სამმართველო (იხ. ბათუმი და მისი შემოგარენი რუსულ ენაზე, ბათუმი 1906 წელი, გვ. 104). ბათუმის საბაჟოსთან დაკავშირებული იყო ჩურუქ-სუს საბაჟოს გადასასვლელი პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა კავკასიის საკარანტინო-საბაჟო სამმართველოს უფროსის განკარგულების თანახმად. ჩურუქ-სუს საბაჟომ საქმიანობა დაიწყო 1910 წლიდან, ნიკოლოზის საბაჟოს გაუქმების შემდეგ, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1912 წლის 28 მაისს. ჩურუქ-სუს საბაჟო მდებარეობდა ქობულეთის სადგურიდან ერთი ვერსის მანძილზე, შავი ზღვის სრუტის ქვიშიან გზაზე. მისი მომიჯნავე ტერიტორიები იყო ციხისძირი, ბუკნარი, ჩაქვი, მწვანე კონცხი. მას გააჩნდა სახელმწიფო მიწები და შენობები. საბაჟო განთავსებული იყო ერთსართულიანი ხის შენობაში. საბაჟოს შტატში მყოფი მებაჟეები შემოსავლის სახით იღებდნენ 1100 მანეთს, ხოლო კანცელარის მუშაკები კი 540 მანეთს. ეს იყო ადგილობრივი მნიშვნელობის სა­ბა­ჟო სამმართველო, რომლის მოვალეობას შეადგენდა უმნიშვნელო საქმეები, კერძოდ განბა­ჟებუ­ლი საქონლის საზღვარზე გატანა და სასაზღვრო რაზმთან ერთად საკაბოტაჟო ტვირთის შემოტანა.

Zitieren

APA

მეგრელიშვილი, Მ., & მეგრელიშვილი, Ნ. (2026). ჩურუქ-სუს საბაჟო. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11983

Vancouver

მეგრელიშვილი Მ, მეგრელიშვილი Ნ. ჩურუქ-სუს საბაჟო. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.11983

BibTeX
@article{2026,
  author = {მეგრელიშვილი, მერაბ and მეგრელიშვილი, ნიკოლოზ},
  title = {ჩურუქ-სუს საბაჟო},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.11983}
}
Kostenlos starten →