EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-NC-SA 4.0

რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ამიერკავკასიში XVIII ს-ის ბოლოს

ფრიდონ დავითაძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 18.08.2026 · 4 (2)

DOI: 10.61671/bsrcc.v4i2.11975 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, online erschienen am 18.08.2026. Verfasst von ფრიდონ დავითაძე. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-NC-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სამხრეთ კავკასია რუსეთის, ოსმალეთისა და ირანის ინტერესთა დაპირისპირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონად ჩამოყალიბდა. ამ პე­რიოდ­ში რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად ცდილობდა შავი ზღვის სივრცეზე კონტროლის დამყარებას და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური გავლენის გაფართოებას. აღნიშნული პოლიტიკა ეფუძნებოდა სამხედრო ძალის გამოყენებას, დიპლომატიურ საქმიანობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მეშვეობით მიღწეული შედეგების სამართლებრივ განმტკიცებას. ნაშრომში გაანალიზებულია რუსეთის სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში XVIII საუკუნის ბოლოს და შესწავლილია 1768–1774 და 1787–1791 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომების გავლენა რეგიონის პოლიტიკურ განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქუჩუკ-კაინარჯის (1774) და იასის (1791) ზავებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების დასრულების აქტები არ ყოფილა; მათ შექმნეს რუსეთის პოლიტიკური და დიპლომატიური გავლენის გაფართოების სამართლებრივი საფუძველი. კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში არ შემოიფარგლებოდა მხო­ლოდ ტერიტორიული გაფართოებით. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მართლმადიდებელი მოსახ­ლეობის „მფარველობის“ იდეას, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა რეგიონულ საქმეებში ჩარევის პოლიტიკური არგუმენტის სახით. ამ გზით სამხედრო წარმატებები თანდათან გარდაიქმნა ხანგრძლივ პოლიტიკურ უპირატესობად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს მდგომარეობას, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს რუსეთისა და ოსმალეთის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ ობიექტად იქცა. ნაშრომში დასაბუთებულია, რომ რუსეთის გავლენის ზრდამ და რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებამ მნიშვ­ნელოვნად განსაზღვრა საქართველოს შემდგომი პოლიტიკური განვითარება და მნიშვნელო­ვანი გავლენა მოახდინა საქართველოს შემდგომ პოლიტიკურ განვითარებაზე და შექმნა წინაპირო­ბები XIX საუკუნეში რუსეთის პოლიტიკური დომინაციის განმტკიცებისთვის. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გაძლიერება სამხედრო, დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმების ერთობლივი გამოყენებით განხორციელდა. სწორედ ამ პროცესმა შექმნა რუსეთის პოლიტიკური დომინაციის საფუძველი რეგიონში და გან­საზღვრა სამხრეთ კავკასიის შემდგომი ისტორიული განვითარების ძირითადი მიმართულებები.

Zitieren

APA

დავითაძე, Ფ. (2026). რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ამიერკავკასიში XVIII ს-ის ბოლოს. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11975

Vancouver

დავითაძე Ფ. რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ამიერკავკასიში XVIII ს-ის ბოლოს. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS. 2026;4(2). doi:10.61671/bsrcc.v4i2.11975

BibTeX
@article{2026,
  author = {დავითაძე, ფრიდონ},
  title = {რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ამიერკავკასიში XVIII ს-ის ბოლოს},
  journal = {BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS},
  year = {2026},
  volume = {4},
  number = {2},
  doi = {10.61671/bsrcc.v4i2.11975}
}
Kostenlos starten →