თურქული ფრაზეოლოგიზმები გურული მამლუქის წიგნში „ახალი დიალოგები“
Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library · 30.09.2025 · 16 · 248-253
DOI: 10.61491/yk.16.2024.9401 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, online erschienen am 30.09.2025. Verfasst von მირანდა ჭანკვეტაძე.
Abstract (Originalsprache)
ფრაზეოლოგიზმებს ხატოვან სიტყვა-თქმებს, იდიომებს ან ფიგურალურ გამოთქმებს უწოდებენ. ეს არის მყარი შესიტყვება, რომელიცდამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის და მისი შემადგენელი სიტყვები ისე არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მთელი ფრაზის მნიშვნელობა გაიგება.ფრაზეოლოგიზმებს სხვადასხვა ენის ლექსიკურ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის არა მარტო ამდიდრებს ამა თუ იმენის ლექსიკას, არამედ აგრეთვე ასახავს ამა თუ იმ ერის კულტურულ სპეციფიკასაც.თურქულ ენაში ფრაზეოლოგიზმი გამოხატულია ტერმინ „Deyim“-ით. XX საუკუნის 30-40-იან წლებამდე კი ხშირად გვხვდებოდა ტერმინი tabir „გამოთქმა“.იოსებ წილოსანის წიგნი „ახალი დიალოგები“ მდიდარია გრამატიკული და ლექსიკური თვალსაზრისით. აღსანიშნავია წიგნშიმოყვანილი ფრაზეოლოგიზმების მრავალფეროვნებაც.აღმოსავლეთმცოდნე იოსებ ლაზარევის ძე წილოსანს მაჰმადიანურ სამყაროში ალი-ამედ ეფენდად მოიხსენიებენ. ტრაგიკული ბედის მქონე გურული ბიჭი 1812 წელს 8 წლის ასაკში გაიტაცეს და თავდაპირველად ოსმალეთიდან ჩამოსულ დიდ ვაჭარს ჰასან-აღას, ხოლო შემდეგ კაიროში მუჰამედ-აღას მიჰყიდეს. სანამ მშობლიურ მიწას დაუბრუნდებოდა, გრძელი და რთული ცხოვრებისეული გზა განვლო. სამშობლოში დაბრუნებულმა იოსებმა კი სამეცნიერო საქმიანობას მიჰყო ხელი და მაშინდელი თბილისი აქცია აღმოსავლური ენების შემსწავლელ ერთგვარ ცენტრად. 1856 წელს გამოიცა რუსულ-ფრანგულ-თურქული სალაპარაკო ენის ლექსიკონი. წიგნის სრული სათაურია „ახალი დიალოგები რუსულ, ფრანგულ, თურქულ და თათრულ ენებზე, ბოლო ორი ენის კირილური ასოების ტრანსკრიფციით“ (Новые разговоры на Российском, Французском, Турецком и Татарском языках с Русским произношением двух последних). აღსანიშნავია, რომ ავტორი ტერმინს „Татарском“ წიგნში აზერბაიჯანულისთვის იყენებს. 630-გვერდიან ნაშრომში მოცემული დიალოგები ოთხ სვეტადაა დაყოფილი და გვხვდება შემდეგი თანმიმდევრობით: რუსული-ფრანგულითურქული-კირილური ასოებით ტრანსკრიფცია. ლექსიკონის ფორმატში მოცემული დიალოგები სხვადასხვა თემატიკასაა და ჯამში 130 სათაურიაგამოყოფილი. დიალოგებში გვხვდება როგორც ადამიანთა სულიერი განცდის ამსახველი, ასევე, ნუმერაციული ფრაზეოლოგიზმები:Can çekişmek - სიტყვასიტყვით: „სიცოცხლესთან ბრძოლა“; can – „სიცოცხლე, სული“, çekişmek - „ბრძოლა“. „ტანჯვა, წამება. სულის ღაფვა“;Can vermek - სიტყვასიტყვით: „სულის მიცემა“; can - „სიცოცხლე, სული“, vermek - „მიცემა“. „სულის განტევება“ - გარდაცვალება;Başa çıkarmak - სიტყვასიტყვით: „თავში გაყვანა“; baş - „თავი“, çıkarmak- „გაყვანა“. „საქმის ბოლომდე მიყვანა“ - დამთავრება;Bir ayağı mezara koymak - სიტყვასიტყვით: „ერთი ფეხის სამარეში ჩადება“; bir - „ერთი“, ayak - „ფეხი“, mezar - „საფლავი, სამარე“, koymak- „ჩადება“. „ცალი ფეხი სამარეში უდგას“ - სიკვდილის პირასაა.
Zitieren
APA
ჭანკვეტაძე, Მ. (2025). თურქული ფრაზეოლოგიზმები გურული მამლუქის წიგნში „ახალი დიალოგები“. Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, 16, 248-253. https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9401
Vancouver
ჭანკვეტაძე Მ. თურქული ფრაზეოლოგიზმები გურული მამლუქის წიგნში „ახალი დიალოგები“. Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library. 2025;16:248-253. doi:10.61491/yk.16.2024.9401
BibTeX
@article{2025,
author = {ჭანკვეტაძე, მირანდა},
title = {თურქული ფრაზეოლოგიზმები გურული მამლუქის წიგნში „ახალი დიალოგები“},
journal = {Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library},
year = {2025},
volume = {16},
pages = {248--253},
doi = {10.61491/yk.16.2024.9401}
}
EUVIMED