ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ რომანსა და პუბლიცისტიკაში (როსტომ ჩხეიძის რომანის „შავი ჩოხა“ და შალვა ამირეჯიბის წერილების მიხედვით)
Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library · 30.09.2025 · 16 · 127-138
DOI: 10.61491/yk.16.2024.9387 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, online erschienen am 30.09.2025. Verfasst von სალომე კაპანაძე.
Abstract (Originalsprache)
საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი აღიარებულია მეოცე საუკუნის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ. საბჭოთა რეჟიმის პირობებში მისი სახე, ბუნებრივია, ვერ შემორჩებოდა მხატვრულ ტექსტებს, თუ არ ვიგულისხმებთ ემიგრანტულ მწერლობასა და მისი თანამედროვე პოეტის - მიხა ხელაშვილის ლექსებს. როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილი იქცა შთაგონების ერთ-ერთ სიმბოლოდ ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის, ხოლო მოგვიანებით მისი სახე შემოვიდა ქართულ მწერლობაშიც. ამის საუკეთესო ნიმუშია როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი „შავი ჩოხა“, რომლის ისტორიული კონტექსტი სრულ თანხვედრაშია მწერლის მხატვრულ ჩანაფიქრთან - წარმოადგინოს ისტორიული პერსონაჟები ეროვნული სინდისის მარეგულირებელ ფენომენად; აჩვენოს ბიოგრაფიული რომანი, როგორც პერსონაჟის აზრობრივ სივრცეში შეღწევისა და მორღვეული ნაციონალური სამანების აღდგენის საუკეთესო საშუალება. ვინაიდან მწერალი ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებს და კარგად აქვს შესწავლილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამედროვე საქართველოსსოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ნაშრომში საჭიროდ მივიჩნიეთ შალვა ამირეჯიბის იმ პუბლიცისტური წერილების განხილვაც, რომლებშიც მოთხრობილია ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები და ჩანს მისი პერსონის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესში. აღნიშნულმა საშუალება მოგვცა, რომანის ფსიქოემოციური ზეგავლენის პარალელურად, წარმოგვედგინა ქაქუცა ჩოლოყაშვილის პერსონის მნიშვნელობა ეროვნულსახელმწიფოებრივი აზროვნების პროცესში.
Zitieren
APA
კაპანაძე, Ს. (2025). ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ რომანსა და პუბლიცისტიკაში (როსტომ ჩხეიძის რომანის „შავი ჩოხა“ და შალვა ამირეჯიბის წერილების მიხედვით). Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library, 16, 127-138. https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9387
Vancouver
კაპანაძე Ს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ რომანსა და პუბლიცისტიკაში (როსტომ ჩხეიძის რომანის „შავი ჩოხა“ და შალვა ამირეჯიბის წერილების მიხედვით). Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library. 2025;16:127-138. doi:10.61491/yk.16.2024.9387
BibTeX
@article{2025,
author = {კაპანაძე, სალომე},
title = {ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ რომანსა და პუბლიცისტიკაში (როსტომ ჩხეიძის რომანის „შავი ჩოხა“ და შალვა ამირეჯიბის წერილების მიხედვით)},
journal = {Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library},
year = {2025},
volume = {16},
pages = {127--138},
doi = {10.61491/yk.16.2024.9387}
}
EUVIMED