მედიაციაში საადვოკატო წარმომადგენლობის ეთიკური საფუძვლები და რეგულირების მნიშვნელობა
Alternative Dispute Resolution Yearbook · 2022
DOI: 10.60131/adr.2.2022.6160 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift Alternative Dispute Resolution Yearbook, 2022. Verfasst von თამარ გობეჯიშვილი und 1 weiteren Autor:innen.
Abstract (Originalsprache)
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმი, მედიაცია, დღითიდღე იძენს უფრო მეტ გამოყენებასა და პოპულარობას, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს იურისტებში, როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისით. მედიაციის განვითარებასთან ერთად გამოიკვეთა რიგი პრობლემური საკითხები, რომელთა გადაჭრისთვისაც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მექანიზმი ჩამოყალიბდა. საქართველოში მედიაციის პროცესის რეგულირების კუთხით საჭირო ნორმატიული ბაზა უკვე მოქმედია, რომელიც საჭიროებს ცვლილებებს მედიაციაში იურიდიული წარმომადგენლობის ეთიკური ვალდებულების შინაარსისა და ფარგლების ნათლად განსაზღვრის თვალსაზრისით. მედიაციის პროცესში თითოეულ მონაწილეს თავისი შეუცვლელი ფუნქცია და როლი აქვს. მედიაციაში ადვოკატი წარმომადგენლის ქცევას ერთ-ერთი გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რამეთუ ის დიდწილად არის მხარის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი. ამდენად, მედიაციაში წარმომადგენლის ქცევა კონფრონტაციულ პროცესებში წარმომადგენლობისგან განსხვავებით თვისობრივად ახლებურ ეთიკურ სტანდარტსა და ნორმატიულ დანაწესს უნდა ემორჩილებოდეს. სწორედ ამიტომ, მედიაციის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იურიდიული წარმომადგენლობის ეთიკურ ვალდებულებებს, რადგან იგი დამყარებული და აგებულია ნდობასა და კონფიდენციალობაზე. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მედიაციაში წარმომადგენლობის ეთიკური ვალდებულების ეფექტიანი რეგულირება. გონივრული და დროულია ეთიკის პრინციპების რეგულირება მედიაციაში საადვოკატო წარმომადგენლობის საკითხზე.
Zitieren
APA
გობეჯიშვილი, Თ., & ტაკაშვილი, Გ. (2022). მედიაციაში საადვოკატო წარმომადგენლობის ეთიკური საფუძვლები და რეგულირების მნიშვნელობა. Alternative Dispute Resolution Yearbook. https://doi.org/10.60131/adr.2.2022.6160
Vancouver
გობეჯიშვილი Თ, ტაკაშვილი Გ. მედიაციაში საადვოკატო წარმომადგენლობის ეთიკური საფუძვლები და რეგულირების მნიშვნელობა. Alternative Dispute Resolution Yearbook. 2022. doi:10.60131/adr.2.2022.6160
BibTeX
@article{2022,
author = {გობეჯიშვილი, თამარ and ტაკაშვილი, გვანცა},
title = {მედიაციაში საადვოკატო წარმომადგენლობის ეთიკური საფუძვლები და რეგულირების მნიშვნელობა},
journal = {Alternative Dispute Resolution Yearbook},
year = {2022},
doi = {10.60131/adr.2.2022.6160}
}
EUVIMED