EUVIMEDEUVIMED entdecken
Crossref

მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში

თამაზ მშვილდაძე

Alternative Dispute Resolution Yearbook · 2021

DOI: 10.60131/adr.2.2021.3380 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift Alternative Dispute Resolution Yearbook, 2021. Verfasst von თამაზ მშვილდაძე.

AbstractBibliografische AngabenZitierenVerwandte Studien

Abstract (Originalsprache)

2021 წლის აპრილში სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ შეიმუშავა „მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულება“, რომლითაც ქართულ რეალობაში უნდა დამკვიდრდეს მედიატორის პროფესიული პასუხისმგებლობის ახალი სტანდარტი. დისციპლინური საქმისწარმოება გულისხმობს მედიატორის პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეთიკური ვალდებულებების დარღვევის შეფასებას მედიატორთა ასოციაციის მიერ, რის შედეგადაც ასოციაციის ეთიკის კომისია იღებს გადაწყვეტილებას მედიატორის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, დისციპლინური წარმოების სტანდარტის დანერგვის კიდევ ერთი მიზანია, მედიატორთა მიერ პროფესიული გადაცდომისა და ეთიკური ნორმების დარღვევის პრევენცია. დისციპლინური საქმისწარმოება სიახლეა ქართული რეალობისთვის, შესაბამისად, აუცილებელია მისი არსის კვლევა და შედარება საერთაშორისო, უპირატესად კი, აშშ-ში მოქმედ მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების პრაქტიკასთან, ვინაიდან, სწორედ აშშ იყო პირველი და მთავარი შემოქმედი მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების წესების დამკვიდრებასა და დოქტრინალურ მოწესრიგებაში. სტატიის მიზანია, გამოიკვლიოს თუ რას გულისხმობს მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობის შინაარსი, ასევე, შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საშუალებით, სტატია მიმოიხილავს ქართულ რეალობაში მედიატორის დისციპლინური საქმისწარმოების წესებისა და პროცესის ცნებას, შინაარსს და მნიშვნელოვან პროცედურულ საკითხებს.

Zitieren

APA

მშვილდაძე, Თ. (2021). მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში. Alternative Dispute Resolution Yearbook. https://doi.org/10.60131/adr.2.2021.3380

Vancouver

მშვილდაძე Თ. მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში. Alternative Dispute Resolution Yearbook. 2021. doi:10.60131/adr.2.2021.3380

BibTeX
@article{2021,
  author = {მშვილდაძე, თამაზ},
  title = {მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში},
  journal = {Alternative Dispute Resolution Yearbook},
  year = {2021},
  doi = {10.60131/adr.2.2021.3380}
}
Kostenlos starten →