EUVIMEDEUVIMED entdecken
Open Access · CC BY-SA 4.0

მედიაცია სამედიცინო დავებში

ნანა უზნაძე

Alternative Dispute Resolution Yearbook · 28.12.2025 · 14 (1)

DOI: 10.60131/adr.1.2025.11061 ↗

Kurz gefasst

Fachartikel in der Zeitschrift Alternative Dispute Resolution Yearbook, online erschienen am 28.12.2025. Verfasst von ნანა უზნაძე. Die Arbeit nennt 36 Literaturangaben. Der Volltext ist frei zugänglich (Open Access, CC BY-SA 4.0).

AbstractBibliografische AngabenZitieren

Abstract (Originalsprache)

სამედიცინო დავებში აბსოლუტური უფლებები, როგორებიცაა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, იკვეთება პროფესიულ პასუხისმგებლობასთან, ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებასა და ჯანდაცვის სისტემების მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხებთან. ჩვეულებრივი სამოქალაქო დავებისგან განსხვავებით, ასეთი კონფლიქტები განსაკუთრებით მგრძნობიარე ბუნებისაა, რადგანაც შეეხება მოწყვლად პირებს, მათს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, აგრეთვე ხასიათდება ძალაუფლებრივი და ინფორმაციული ასიმეტრიით მხარეებს შორის. მათი მნიშვნელობა სცდება ქონებრივი თუ არაქონებრივი მოთხოვნების გადაწყვეტას და მოიცავს სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ინსტიტუციური მექანიზმების ადეკვატურობისა და სისტემური გაუმჯობესების საჭიროების საკითხებს, რომელთა სრულფასოვანი განხილვა ტრადიციული სამართალწარმოების ფარგლებში ყოველთვის ვერ ხერხდება. სამედიცინო დავების სპეციფიკის გათვალისწინებით, მედიაცია შეიძლება იყოს ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ დავის სამართლიან და ინფორმირებულ გადაწყვეტას, არამედ პაციენტის ავტონომიის რეალიზებასა და მოთხოვნების ფართო სპექტრის დამუშავებას, ჯანდაცვის პროფესიონალების რეპუტაციისა და პროფესიული ანგარიშვალდებულების შენარჩუნების პარალელურად. ამასთან, მედიაციას აქვს თერაპიული ფუნქცია ურთიერთობების აღდგენის კონტექსტში. წინამდებარე ნაშრომის მიზანია შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შეაფასოს მედიაციის როლი სამედიცინო დავებში, სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის ჩარჩოები, ეთიკური ასპექტები და პრაქტიკული პერსპექტივები.

Zitieren

APA

უზნაძე, Ნ. (2025). მედიაცია სამედიცინო დავებში. Alternative Dispute Resolution Yearbook, 14(1). https://doi.org/10.60131/adr.1.2025.11061

Vancouver

უზნაძე Ნ. მედიაცია სამედიცინო დავებში. Alternative Dispute Resolution Yearbook. 2025;14(1). doi:10.60131/adr.1.2025.11061

BibTeX
@article{2025,
  author = {უზნაძე, ნანა},
  title = {მედიაცია სამედიცინო დავებში},
  journal = {Alternative Dispute Resolution Yearbook},
  year = {2025},
  volume = {14},
  number = {1},
  doi = {10.60131/adr.1.2025.11061}
}
Kostenlos starten →