მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში
Economics and Business · 22.07.2026
DOI: 10.52340/eab.2026.18.02.02 ↗Kurz gefasst
Fachartikel in der Zeitschrift Economics and Business, online erschienen am 22.07.2026. Verfasst von ირაკლი კოვზანაძე.
Abstract (Originalsprache)
Doi.org/10.52340/eab.2026.18.02.02 ჟურნალი N 2. 2026 სტატია ეძღვნება მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციების ანალიზს გეოპოლიტიკური რისკების გაძლიერების ფონზე. კვლევა განხორციელდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე. კვლევის შედეგების მიხედვით გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები და შემოთავაზებულია რეკომენდაციები. სტატიაში შესწავლილია ფუნდამენტური და მიმდინარე გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალური ეკონომიკის განვითარებას. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება უკვე რამდენიმე წელია აფერხებს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას, აძლიერებს ინფლაციურ პროცესებს და იწვევს გლობალური დისბალანსის გაღრმავებას. ვითარებას დამატებით ართულებს სახელმწიფო და კორპორაციული სექტორის ვალის სწრაფი ზრდა, მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია, ტრადიციული სავაჭრო ჯაჭვების რღვევა, სანქციებითა და სავაჭრო ომებით გამოწვეული პრობლემები. 2026 წელს მეტაფორული „შავი გედის“ მოვლენად იქცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მკვეთრი გამწვავება, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო დაპირისპირება ირანთან, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და სამხედრო მოქმედებების გავრცობა პრაქტიკულად მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამასთანავე, ჯერჯერობით არ იკვეთება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა. მსოფლიო ეკონომიკის ანალიზი განხორციელებულია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მიმართულებით: წარმოება, ინფლაცია, საჯარო ფინანსები, მსოფლიო ვაჭრობის პირობები და საგადამხდელო ბალანსი. წარმოება: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი მხოლოდ 3.1 პროცენტს შეადგენს (2025 წელს მშპ ზრდა 3.5% იყო), ხოლო საერთო ინფლაცია 4.4%. ეს პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომ ირანის გარშემო არსებული კონფლიქტი ხანმოკლე იქნება და 2026 წელს ენერგომატარებლების ფასები მხოლოდ 19 პროცენტით გაიზრდება. ამასთანავე, მიუხედავად საერთო ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებისა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქვეყნების ჯგუფებისა და რეგიონების მიხედვით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შედარებით კარგი ტემპი – 6.5%, თუმცა ეს მაჩვენებელი ნაკლები იქნება წინა წლებთან შედარებით (2024 წელს ეკონომიკის ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2025 წელს – 7.5%). საქართველოს ფინანსური სექტორიც აჩვენებს მდგრადობას. გლობალური ვაჭრობა: აღნიშნული ნეგატიური ფაქტორების მთელი კომპლექსის შედეგად 2026 წელს მოსალოდნელია მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ტემპების შესამჩნევი შენელება. 2025 წელს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2.8%-იან ზრდას მიაღწევს. საგადამხდელო ბალანსი: სავაჭრო და სასანქციო ომები, ისევე როგორც გეოპოლიტიკური კონფლიქტების გამწვავება, უარყოფითად აისახა მსოფლიო ვაჭრობის მდგომარეობაზე და მრავალი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე. 2026 წელს განვითარებულ ქვეყნებს მთლიანობაში-რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ ექნებათ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ინფლაცია: თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ 2026 წელს ბევრ ქვეყანაში ინფლაციის მნიშვნელოვანი დაჩქარებაა მოსალოდნელი, რაც გამოწვეულია მსოფლიო ვაჭრობის პირობების გაუარესებით, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავების ფონზე. განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების განრიგის დარღვევა. 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს მსოფლიო ფასების მნიშვნელოვან ზრდას, მათ შორის: საწვავზე – 21.4%-ით, სხვა ნედლეულზე – 21.7%-ით, ლითონებზე – 18.9%-ით და საკვებ პროდუქტებზე – 6%-ით. საჯარო ფინანსები: მიუხედავად მრავალი ნეგატიური მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორისა, სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა უმეტეს ქვეყნებში მთლიანობაში სტაბილურია. სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსის მაჩვენებლებისა და სახელმწიფო ვალის მხრივ მნიშვნელოვანი გაუარესება არ არის მოსალოდნელი. დასკვნები და რეკომენდაციები გეოპოლიტიკური კონფლიქტების გამწვავების პირობებში ყველა ქვეყნის ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული კონფლიქტების დე-ესკალაციაზე და მხარეებისთვის მისაღები, ურთიერთ-შეთანხმებული გადაწყვეტილებების ძიებაზე. ამასთან ერთად, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, ქვეყნებისათვის მიმდინარე და ზოგ შემთხვევაში გამწვავებული გეოპოლიტიკური კონფლიქტების ფონზე, აუცილებელია პრაგმატული პოლიტიკის გატარება მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის, რეზერვების ფორმირების, ისევე როგორც რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ეფექტიანი რეგულირებისა და ზედამხედველობის სისტემისა და პრაქტიკის შენარჩუნება, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მხარდაჭერა, საჯარო ფინანსებისა და ფულად-საკრედიტო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა. რისკების გონივრულმა მართვამ საწარმოების, დარგებისა და მთლიანად ეკონომიკის დონეზე შესაძლებელია გარკვეულწილად შეამციროს გეოპოლიტიკური რისკების ნეგატიური გავლენა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფინანსური სექტორის მდგომარეობას, პრევენციულ და მაკორექტირებელ ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სისტემური საბანკო კრიზისები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. საკვანძო სიტყვები: გლობალური ეკონომიკა, გლობალური კრიზისი, გეოპოლიტიკური კონფლიქტები, გეოპოლიტიკური რისკები, მშპ-ს ზრდა, ინფლაცია, უმუშევრობის დონე, ინვესტიციები, გადასახდელების ბალანსი, საჯარო ფინანსები, ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალი. Keywords: Global economy, global crisis, geopolitical conflicts, geopolitical risks, GDP growth, inflation, unemployment rate, investment, balance of payments, public finances, budget deficit, public debt. JEL Codes: E60, F51, F40, G21, O57 References: • IMF (2026, April). Global Economy in the Shadow of War. World Economic of Outlook. • Gourinchas P.O. (2026). War Darkness Global Economic Outlook and Reshapes Policy Priorities. IMF Publications, April. • Javorcik B. (2026). Middle East conflict raises risks to growth in EBRD regions. European Bank of Reconstruction and Development, 26.03. • Current Condition of Commercial banks Loan Portfolio (2026). National Bank of Georgia, February • Kovzanadze I. (2025). Trends and Prospects of Global Economic Development: Risks and Opportunities, “Economics and Business”, Tbilisi, Vol. XVII, No 1. • Kovzanadze I. (2023). Tendencies and Prospects for Developing the World Economy and Post-Soviet Economies by Incorporating Geopolitical Shock Around Ukraine. “Economic and Business,” Tbilisi, Vol. XV, No. 2. • Kovzanadze I. (2021).World Economy: Economic Implications of the COVID-19 Crisis and Prospects for Recovery. “Economics and Business,” Tbilisi, Vol. XIII, No. 3. • Kovzanadze I. (2020). Economic Challenges During COVID-19 and Post-Pandemic Era. “Economics and Business,” Tbilisi, Vol. XII, No. 4, • Kovzanadze I. (2020). Economic Challenges and Prospects against the Background of COVID-19 Infection. “Economics and Business,” Tbilisi, Vol. XII, No. 2. • Kovzanadze I. (2018). Global Economy Post-Crisis to Sustainable Development; iUniverse Inc., New York, Bloomington. • Kovzanadze I. (2010). Systemic and Borderline Banking Crises: Lessons Learned for Future Prevention; iUniverse Inc., New York, Bloomington. • Kovzanadze I. (2008). Economic and Banking System Development Trends and Prospects for Countries in Tranzition; iUniverse Inc., New York, Bloomington. www.geostat.ge www.nbg.gov.ge www.mof.ge www.imf.org www.bls.gov www.bea.ge fred.stlouisfed.org www.ebrd.com www.worldbank.org www.bloomberg.com
Zitieren
APA
კოვზანაძე, Ი. (2026). მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში. Economics and Business. https://doi.org/10.52340/eab.2026.18.02.02
Vancouver
კოვზანაძე Ი. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში. Economics and Business. 2026. doi:10.52340/eab.2026.18.02.02
BibTeX
@article{2026,
author = {კოვზანაძე, ირაკლი},
title = {მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში},
journal = {Economics and Business},
year = {2026},
doi = {10.52340/eab.2026.18.02.02}
}
EUVIMED